LIVE TV
ხუთშაბათი, იანვარი 15, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ვინ არის პატრულის მიერ მოკლული ჯუმბერ სილაგავას მეგობარი ქალი

დაპოსტა 2023/09/01-ში
396
ნახვა
გაზიარება

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია კვლავ აქ­ტი­უ­რად წერს 29 აგ­ვის­ტოს დნეპრში მომ­ხდარ სის­ხლი­ან ინ­ცი­დენტზე, რომ­ლის დრო­საც პო­ლი­ცი­ე­ლის გას­რო­ლას 38 წლის ჯუმ­ბერ სი­ლა­გა­ვა ემსხვერ­პლა.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ სი­ლა­გა­ვას პარტნი­ო­რი ქალი და ორი არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლი. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა შემ­თხვე­ვის ამ­სახ­ვე­ლი რამ­დე­ნი­მე ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი, მათ შო­რის სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ე­ლის სამ­ხრეს­თან და­მაგ­რე­ბუ­ლი კა­მე­რი­თა და მან­ქა­ნა­ში მყო­ფი ბავ­შვის ტე­ლე­ფო­ნით გა­და­ღე­ბუ­ლი.

ერთ-ერთი ვერ­სი­ით, მან­ქა­ნას, რო­მელ­მაც საგ­ზაო წე­სე­ბი და­არ­ღვია, მარ­თავ­და ნას­ვა­მი ჯუმ­ბერ სი­ლა­გა­ვა, სწო­რედ ამი­ტომ არ და­ე­მორ­ჩი­ლა პატ­რუ­ლის მო­თხოვ­ნას, ხოლო დევ­ნი­სას, ვიდ­რე პატ­რუ­ლი მათ გა­ჩე­რე­ბას შეძ­ლებ­და, ად­გი­ლი გა­უც­ვა­ლა გვერ­დით მჯდომ ქალს. კონ­ფლიქ­ტი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­თან სწო­რედ ამ თე­მა­ზე და­ი­წყო.

პო­ლი­ცი­ას წყვილ­მა უარი უთხრა მან­ქა­ნი­სა და მარ­თვის მოწ­მო­ბის სა­ბუ­თე­ბის ჩვე­ნე­ბა­ზე, აგი­ნეს და უხე­შად ესა­უბრნენ. მას შემ­დეგ რაც პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ქალი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით გად­მო­იყ­ვა­ნეს მან­ქა­ნი­დან, შემ­თხვე­ვა კონ­ფლიქ­ტში გა­და­ი­ზარ­და. სი­ლა­გა­ვამ და მის­მა თა­ნამ­გზავ­რმა პო­ლი­ცი­ე­ლებს ფი­ზი­კუ­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­ეს. ჩხუ­ბის დროს ერთ-ერ­თმა პატ­რულ­მა მა­მა­კაცს ეს­რო­ლა, რო­მელ­საც ორი ტყვია ზურ­გის არე­ში მოხ­ვდა და ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

რო­გორც უკ­რა­ი­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა წერს, სი­ლა­გა­ვას თა­ნამ­გზავ­რი 23 წლის ტა­ტი­ა­ნა პა­ტინ­კა პეტ­რი­კოვ­კა­დან, დნეპ­რო­პეტ­როვ­სკის ოლ­ქი­დან გახ­ლავთ. მე­დი­ა­ში მას გარ­დაც­ვლი­ლის საყ­ვა­რელ ქა­ლად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ.

31 აგ­ვის­ტოს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ დნეპრში სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის სი­ცო­ცხლის ხელ­ყო­ფის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტზე ტა­ტი­ა­ნას წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა. ამ მუხ­ლით (უკ­რა­ი­ნის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 348) დამ­ნა­შა­ვეს 15 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია საქ­მის გარ­შე­მო არ­სე­ბულ ახალ დე­ტა­ლებს აქ­ვეყ­ნებს.

რო­გორც წე­რენ, ჯუმ­ბერ სი­ლა­გა­ვა ცოლ­თან მიმ­დი­ნა­რე წლის აპ­რილ­ში, სწო­რედ ტა­ტი­ა­ნა პა­ტინ­კას გამო გან­ქორ­წინ­და.

სა­ბე­დის­წე­რო დღეს, 29 აგ­ვის­ტოს, ჯუმ­ბერ­მა შვი­ლე­ბი ზღვა­ზე და­სას­ვე­ნებ­ლად წა­იყ­ვა­ნა. ბავ­შვე­ბის დე­დამ არ იცო­და, რომ ყო­ფი­ლი ქმა­რი ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო. სხვა­თა შო­რის, “ია­გუ­ა­რი” ყო­ფილ მე­უღ­ლე­ზე გახ­ლავთ ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ფორ­მე­ბუ­ლი.

ქო­ნებ­რი­ვი და­ვის საქ­მე ამ­ჟა­მა­დაც სა­სა­მარ­თლო­შია, რად­გან ნა­ტა­ლია ქმრის­გან ალი­მენტს ითხოვ­და. ყო­ფილ­მა მე­უღ­ლე­ებ­მა უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა თა­ნაბ­რად გა­იყ­ვეს, ასე­ვე ორი­ვეს მი­ე­ცა შვი­ლე­ბის აღ­ზრდის უფ­ლე­ბა, გარ­და ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნი­სა, რო­მე­ლიც ნა­ტა­ლი­ას სა­ხელ­ზე დარ­ჩა.

რო­გორც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი წყა­რო­ე­ბი­დან გახ­და ცნო­ბი­ლი, სი­ლა­გა­ვას წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მე აღ­ძრუ­ლი კი­დევ ერთი მუხ­ლით იყო, მას ყო­ფი­ლი ცოლი ძა­ლა­დო­ბა­ში სდებ­და ბრალს. თუმ­ცა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ე­ბი უკვე და­ხუ­რუ­ლია. მათ შო­რის იმ შემ­თხვე­ვის საქ­მეც, რო­დე­საც 2022 წელს სი­ლა­გა­ვამ ნა­ტა­ლი­ას კუთ­ვნი­ლი “ია­გუ­ა­რის“ ფირ­მის მან­ქა­ნის მი­ნას ია­რა­ღი ეს­რო­ლა.

  • ფრენ­ბურ­თის და ტიკ-ტო­კის “ვარ­სკვლა­ვი”

რაც შე­ე­ხე­ბა 23 წლის ტა­ტი­ა­ნა პა­ტინ­კას, რო­გორც და­სა­წყის­ში ვთქვით, ის პეტ­რი­კოვ­კა­დან, დნეპ­რო­პეტ­როვ­სკის ოლ­ქი­დან არის. სწო­რედ იქ ცხოვ­რობ­და ჯუმ­ბურ სი­ლა­გა­ვაც და აწარ­მო­ებ­და ბიზ­ნესს, რო­მე­ლიც დამ­კრძა­ლა­ვი ბი­უ­რო­ე­ბის ქსელს მო­ი­ცავ­და.

სა­ვა­რა­უ­დოდ, პა­ტინ­კა მის კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობ­და, რად­გან “ტიკ-ტო­კის” სა­კუ­თარ გვერ­დზე ქალს სა­სახ­ლე­ებ­თან გა­და­ღე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე ვი­დეო აქვს, სა­დაც ჩანს ასე­ვე დაკ­რძალ­ვის­თვის სა­ჭი­რო სხვა­დას­ხვა აქ­სე­სუ­ა­რე­ბი.

ერთ-ერთ ვი­დე­ო­ში ტა­ტი­ა­ნა “ყო­ფილს” ეკი­თხე­ბა, თუ რა­ტომ არ მი­უ­ლო­ცა და­ბა­დე­ბის დღე, რის შემ­დე­გაც ვი­დე­ო­ში ჩნდე­ბა სა­სახ­ლის სა­ხუ­რა­ვი წარ­წე­რით, თუ რა იქ­ნე­ბა მო­მა­ვალ­ში მისი სა­ჩუ­ქა­რი.

პა­ტინ­კამ ად­გი­ლობ­რი­ვი ლი­ცე­უ­მი და­ამ­თავ­რა, სა­დაც ოდეს­ღაც მისი დედა სწავ­ლობ­და, ბე­ბია კი იქ მუ­შა­ობ­და.

”ის სკო­ლა­ში სპორ­ტით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, თა­მა­შობ­და ფრენ­ბურთს, ფეხ­ბურთს, ამი­ტომ გა­და­ვი­და სპორ­ტულ კო­ლე­ჯში”, – იხ­სე­ნებს მის შე­სა­ხებ ყო­ფი­ლი კლა­სე­ლი.

  • საქ­მის ბოლო დე­ტა­ლე­ბი

გუ­შინ, დნეპ­რის სა­სა­მარ­თლომ პატ­რულს, რო­მელ­მაც მა­მა­კა­ცი სა­სიკ­ვდი­ლოდ დაჭ­რა, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით – სა­დღე­ღა­მი­სო ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დაც­ვის მხა­რე გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ეჭვს უსა­ფუძ­ვლოდ მი­იჩ­ნევს. ცნო­ბი­ლია, რომ პატ­რუ­ლი, რო­მელ­მაც სი­ლა­გა­ვას ეს­რო­ლა, ბრალს არ აღი­ა­რებს.

გაზიარება158

დაკავშირებული -პოსტები

სუს-მა საბოტაჟის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

იანვარი 15, 2026
17
მთავარი

სუს- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საბოტაჟის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან შემოსული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციის ვებგვერდზე განხორციელდა სავარაუდო კიბერთავდასხმა და...

დაწვრილებითDetails

აშშ-ის საიმიგრაციო ვიზების გაცემის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადება ვრცელდება

იანვარი 15, 2026
12
მთავარი

აშშ საიმიგრაციო ვიზების დაპაუზება არ ვრცელდება ტურისტულ ვიზებზე - ეს პაუზა ვრცელდება მხოლოდ საიმიგრაციო ვიზა აპლიკანტებზე. ტურისტული ვიზები არასაიმიგრაციო ვიზებია, - ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებაშია ნათქვამი, რომელსაც საქართველოში ამერიკის...

დაწვრილებითDetails

ცო­დოა არ უჩივ­ლოო- თბილისში 38 წლის ქალი მეზობელმა მოკლა

იანვარი 15, 2026
94
crime concept by police line tape with blurred forensic law enforcement background in cinematic tone and copy space (crime concept by police line tape with blurred forensic law enforcement background in cinematic tone and copy space, ASCII, 116 compon
მთავარი

მკვლე­ლო­ბა მოხ­და გუ­შინ თბი­ლის­ში, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 38 წლის მარი თხე­ლი­ძე მე­ზო­ბელ­მა მოკ­ლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დამ­ნა­შა­ვე ახალ­გაზ­რდა წლამ­დე მა­მა­კა­ცია, რო­მელ­საც ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. მოკ­ლუ­ლი ქალი და სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვე ე.წ. იტა­ლი­უ­რი ეზოს...

დაწვრილებითDetails

საქართველოში საარსებო მინიმუმი შემცირდა

იანვარი 15, 2026
191
მთავარი

საქართველოში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 250.9 ლარია - ამის შესახებ აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2025 წლის დეკემბრის მონაცემებში. ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მხოლოდ 20.4 ლარით მეტია, 2025...

დაწვრილებითDetails

რიკოთის მაგისტრალურ გზაზე გარე განათების კაბელები დაზიანეს და მოიპარეს

იანვარი 15, 2026
31
default
მთავარი

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთზე (რიკოთის მაგისტრალური გზა) გარე განათების ქსელის კაბელების დაზიანებისა და ქურდობის ფაქტები დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

გრენლანდიასთან დაკავშირებით აშშ-სთან ფუნდამენტური უთანხმოება არსებობს – დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

იანვარი 15, 2026
3
მთავარი

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ გრენლანდიასთან დაკავშირებით აშშ-სთან ფუნდამენტური უთანხმოება არსებობს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. მინისტრმა აღნიშნა, რომ ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან და...

დაწვრილებითDetails

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

იანვარი 15, 2026
12
მთავარი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ უარყო ინფორმაცია, რომ ქვეყანაში საპროტესტო აქციების დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა და განაცხადა, რომ მკვლელობები „ისრაელის შეთქმულების“ გამო მოხდა, რომელიც დიდი რაოდენობით მსხვერპლის გამოწვევას ისახავდა მიზნად....

დაწვრილებითDetails

ფაქტობრივად, მესამე მსოფლიო ომია, რაც არა ტერიტორიულ, არამედ მსოფლმხედველობრივ ხასიათს ატარებს – გია ხუხაშვილი

იანვარი 15, 2026
21
მთავარი

დიდ სურათში, ფაქტობრივად, მესამე მსოფლიო ომი მიმდინარეობს და ეს მესამე მსოფლიო ომი არ ატარებს ტერიტორიულ ხასიათს, რაც დამახასიათებელი იყო წინა საუკუნეებში, არამედ ატარებს მსოფლმხედველობრივ, ფუნდამენტურ ხასიათს და ბრძოლა მიდის თავისუფლებისა და...

დაწვრილებითDetails

აშშ საიმიგრაციო ვიზების გაცემას საქართველოს მოქალაქეებისთვისაც შეაჩერებს

იანვარი 15, 2026
9
მთავარი

ამერიკის შეერთებული შტატები საიმიგრაციო ვიზების გაცემას საქართველოს მოქალაქეებისთვისაც შეაჩერებს. საერთაშორისო მედიაში გავრცელდა იმ ქვეყნების სრული სია, რომელთა მოქალაქეებისთვისაც აშშ საიმიგრაციო ვიზების გაცემას შეაჩერებს. საქართველოს გარდა სიაშია რუსეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი. ქვეყნების სრული...

დაწვრილებითDetails

მარჯანიშვილზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შსს-მ 34 წლის მამაკაცი დააკავა

იანვარი 15, 2026
113
მთავარი

თბილისში, მარჯანიშვილზე დღეს მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, დაკავებული 1991 წელს დაბადებული პირია. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1991...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».