საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ჯამში დღე-ღამეში კორონავირუსით ოთხი ადამიანი გარდაიცვალა.
„60 წელს გადაცილებული, მამაკაცი. იყო ქრონიკული თირკმლის უკმარისობით – დიალიზის პაციენტი. ჰქონდა დიაბეტი, გართულებული პნევმონიით. ერთ კვირაზე მეტია რაც ჩვენს კლინიკაში მკურნალობდა“,- განუცხადა „პრაიმტაიმს“ ლევან გოფოძემ.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამჟამად ინფიცირებულების რაოდენობა 5552-ს შეადგენს.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5650 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 836, ხოლო გარდაცვლილია 32.