ქუთაისში კორონავირუსს ექიმი ემსხვერპლა. ტრავმატოლოგი ზურაბ არდაზიშვილი ინტერვენციული მედიცინის ცენტრში მუშაობდა.
არსებული ინფორმაციით, მას ვირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა და კლინიკაში მკურნალობდა. თავდაპირველად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, თუმცა, მოგვიანებით დამძიმდა და ექიმის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
“Ზურაბ არდაზიშვილი იგივე ზახარიჩი, ჩვენი კოლეგა და მეგობარი, 15 წელი KNMC გახსნის დღიდან ემსახურა ჩვენს კლინიკას და ქუთაისს, ყველასთვის საყვარელი ადამიანი, სამწუხაროდ აღარ გვყავს, კიდევ ერთი ექიმი ემსხვერპლა კოვიდ ინფექციას, ნათელში ამყოფოს უფალმა მისი სული” – წერს თავის ფეისბუკზე ექიმი გიორგი ხუციშვილი