საქართველოში კორონავირუსის შედეგად 19 წლის გოგონა გარდაიცვალა. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი თეკლა თორდიაა. იგი თავდაპირველად კოვიდ-სასტუმროში გადიოდა მკურნალობას. მას შემდეგ კი, რაც მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა, კერძო კლინიკაში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
როგორც გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი ყყვებიან, გოგონას თანმდევი დაავადება დიაბეტი ჰქონდა.
როგორც ჩანს, რისკები თავიდანვე სწორად არ შეფასდა და გოგონა კლინიკაში მდგომარეობის დამძიმების შემდეგ გადაიყვანეს.