ქუთაისში 23 წლის გოგონა კოვიდით გარდაიცვალა. სალომე ყურაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უეცრად დამძიმდა. გავრცელებული ინფორმაციით, მას დღეების განმავლობაში მაღალი ტემპერატურა და სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა.
გოგონა კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს. მოგვიანებით, მისი კომიდან გამოყვანა ექიმებმა ვერ შეძლეს.
„ხომ უნდა არსებობდეს საზღვარი ამ დედამიწაზე, ხომ უნდა არსებობდეს შეწყალება ადამიანების? რა ხდება რა უბედურებაა ღმერთო ამდენი სიკვდილი, ყველა დღე სიცოცხლით სავსე ახალგაზრდები და ადამიანები, ჯერ ფეხვერადგმული ადამიანები, მილიარდი ოცნება რომ ქონდათ, ასრულებისთვის იბრძვიან და ყველა შანსი რომ ერთმევათ, როგორ უნდა იცხოვროს იმედით და კარგი ფიქრებით ადამიანებმა როცა ირგვლივ ასეთი საშინელებები ხდება, როგორ უნდა გავუშვათ დადებითი მუხტი და ენერგია როცა ირგვლივ ამდენი ახალი სიცოცხლე სრულდება“- წერს ახლობელი სოციალურ ქსელში.
წყარო: Primetime.ge