ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს იმ დროს დაეჯახა, როცა ის ქუჩის გადაკვეთას ცდილობდა.
შემთხვევის შედეგად 25 წლის იკა ქარჩავა დაიღუპა.
“ჩემი ცხოვრება კაცი როგორი დილა გათენდა ჯიმაა ეს რატო უნდა გამეგო ნაზარეველო!!! კვიპროსზე ჩამოვალო გუდუუუ ბოლოს მითხარი ბიჯოო ერთად ვიმუშაოთო გვადი რამდენი ვილაპარაკეთ ბოლოს ჯიმა სად წახვედი ჯიმაა
გული გამეყინა შეხვედრამდე ჩემი ცხოვრება!”
“იკა ძმაო ეს რა საშინელება გავიგე რატომ ღმერთო.მიწა გამისკდა მეგონა ეს რომ გავიგე რატომ ღმერთო რატომ,
უფალს ებარებოდე ჩემო იკა (კონჭი )”
“არ ვიცი რა ვთქვა და რა დავწერო სიტყვები აქ უძლურია იკაარასოდეს ვიფიქრებდი იმას რომ შენზე წარსულში ვილაპარაკებდი
მიჭირს ამის დაჯერება
მთელი ჯგუფის სახელით და თანამშრომლების სახელით ვუსამძიმრებ ოჯახს
ჩვენ კუზას მერე კიდევ დაგვაკლდა ძმა და მეგობარი გული მეწვის დაუჯერებელია რატომ უფალო
იკა უფალს ებარებოდეს შენი კეთილი და უბოროტო სული განისვენოს შენმა სულმა იქ სადაც მართალლნი განისვენებენ
“
“არ მჯერა იკა უფალმა გაანათლოს შენი სული
ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას
– წერენ სოციალურ ქსელში მეგობრები და ახლობლები. “
ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. უწყების ცნობით, მძღოლი დაკავებულია.