“ახალი ტიპის კორონავირუსთან ბრძოლას შეწირული კიდევ ერთი გმირი, უსაყვარლესი ადამიანი და პროფესიონალი – პედიატრი მადონა (ნინო) ტაკიძე” -წერს სოციალურ ქსელში მაკა მოისწრაფიშვილი.
აჭარაში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა. იგი ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში მკურნალობდა.
“56 წლის ექიმი ჩვენს კოვიდცენტრში 17 ოქტომბრიდან იმყოფებოდა. შემოყვანის შემდეგ მალევე დამძიმდა მისი მდგომარეობა, რეანიმაციაში იყო ხელოვნურის სუნთქვის აპარატზე. თანმხლები დაავდებები არ ჰქონია. თვეზე მეტი აქ მკურნალობდა”, – განაცხადეს კლინიკაში და აღნიშნეს, რომ ინფექციამ ფილტების ძლიერი დაზიანება გამოიწვია
საერთი ჯამში, კორონავირუსით აჭარაში სამედიცინო სფეროს 6 წარმომადგენელი, 5 ექიმი და ერთი ექთანი გარდაიცვალა.
გასული 24 საათის განმავლობაში, კი აჭარაში კორონავირუსის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა.