როგორც გაირკვა, ფოთელი ძმები გიგი და გიორგი გუჯაბიძეები არიან. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ფოთში მაცხოვრებელმა 20 წლის გიორგი გუჯაბიძემ თვითმკვლელობა სცადა. (თუმცა სოციალურ ქსელში სუიციდის შესახებ ინფორმაცია მალევე გავრცელდა.)
ის ამჟამად, უმძიმეს მდგომარეობაში ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია მოთავსებული.
სუიციდის ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
ამ ფაქტს უკავშირებენ ახლობლები გიორგის ძმის, გიგი გუჯაბიძის გარდაცვალებას. რომლის გადმოსვენების ზუსტი თარიღი ცნობილი არაა. საკონსულოში ამბობენ, რომ გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან მუდმივ კავშირზე არიან, ხოლო ცხედარს საქართველოში შესაბამისი პროცესურების დასრულების შემდეგ გადმოასვენებენ.