ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიამ პარტიის ახალი წევრები წარადგინა.
მელიას თქმით, ისინი სხვადასხვა მიმართულებით იმუშავებენ. პარტიის ახალი სახეები არიან:
- გიორგი ჩალაძე;
- ნონა მამულაშვილი;
- ნიკა ობოლაძე;
- გიორგი თარგამაძე;
- რეზო ჩომახიძე;
- სოფო ჯაფარიძე;
- მანუჩარ ახალაია;
- ბარბარა ჯიმელი;
- ანა გოგოლაძე;
- ზვიად ქვლივიძე;
- ბაჩო დოლიძე;
- გიორგი ხვედელიანი.
“დღეს, აქ, ჩვენი, ანუ ძველი გუნდის გარდა, არის ხალხი, რომელიც დღემდე უბრალოდ მხარდამჭერი იყო ნაციონალური მოძრაობის, მაგრამ დღეიდან მათ ჩათვალეს, რომ მოქმედების დროა, რომ მათი კვალიფიკაცია უნდა მოხმარდეს ჩვენს სახელმწიფოს, მათი ძალისხმევით უნდა მოხდეს უკეთესი საქართველოს მომავლის უზრუნველყოფა.
ამავე დროს აქ არის ხალხი, რომელთა დიდი ნაწილი სულ ცოტა ხნის წინ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ჩვენს გუნდს შემოუერთდებოდა და რაღა დაგიმალოთ, ვერც ჩვენ წარმოვიდგენდით, რომ ერთი გუნდი გავხდებოდით, მაგრამ ჩვენ გავერთიანდით და იცით რატომ გავერთიანდით? ახლა ყველა ერთად ვფიქრობთ, რომ საქართველოს განვითარების მიმართულებით ყველაზე სწორად და ყველაზე სწრაფად ჩვენი გუნდი მოძრაობს. საქართველოს უკეთესი მომავალი იქმნება აქ”, – თქვა მელიამ.
მელიას განცხადებით, ეს მხოლოდ დასაწყისია და საზოგადოებას ბევრი სასიამოვნო სიახლე ელოდება.
ნიკა მელია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე 2020 წლის 27 დეკემბერს გახდა. ის პარტიის ყრილობაზე ერთხმად დაამტკიცეს.