ვითვლით გარდაცვლილებს და კარგის შანსიც არ ჩანს – გელა ხასაია ენგურზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებთ პოსტს აქვეყნებს.
“ეს არის ჩვენი დუმილის შედეგი.ჩვენი ბრალია ამ ადამიანების ტრაგედია.
არ მინდოდა ამ ფოტოს გამოქვეყნება მაგრამ სხვანაირად ვერ გამოხატავთ სოლიდარობას!
1 წელია ვყვირით და ვითხოვთ დახმარებას.ზუსტად 1 წელი.
საუბარიც კი ეზარება ჩვენს მთავრობას.არ გვეუბნება რას აკეთებს პრობლების მოსაგვარებლად( არც არაფერს)
ქალი გარდაიცვალა იმის გამო რომ საავადმყოფოს მაგივრად ქართველებმა კარანტინში გადავიყვანეთ.გადაყვანიდან 1 საათში გარდაიცვალა.
მანამდე კიდე 2 ადამიანი დაიღუპა ენგურის გადაცურვისას.
ვითვლით გარდაცვლილებს და კარგის შანსიც არ ჩანს.
რომელ დახმარებაზეა საუბარი,კარანტინს გვიწესებს ქართული მხარე.” – წერს გელა ხასაია სოციალურ ქსელში.