გენო პეტრიაშვილმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ოპოზიციის მხრიდან ბულინგი არ გაჰკვირვებია, თუმცა ოლიმპიური ჩემპიონი და „ქართული ოცნების“ სიის მე-10 ნომერი დარწმუნებულია, რომ სწორედ „ქართული ოცნება“ არის ის ძალა, რომელსაც ქვეყნისთვის კეთილდღეობის მოტანა შეუძლია.
„მთელი ჩემი ცხოვრება გავიზარდე ჩემი გმირების ისტორიებზე, მამაჩემი ორი ომის ვეტერანია, ძალიან თავდადებული ადამიანია ქვეყნის წინაშე. ეჭვი არ გვეპარება, რომ თითოეულ ჩვენგანს გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო. ჩემი გამარჯვება ყოველთვის ჩემს სამშობლოს და ჩემს გმირებს ეძღვნება.
ვთვლი, რომ ჩვენი გუნდი არის ის გუნდი, რომელიც ევროპის გზაზე წაგვიყვანს მშვიდობით, ღირსებით, ღირსეულად და გავაერთიანებთ ჩვენს სამშობლოს, დავიბრუნებთ და ავაშენებთ ძალიან მაგარ ევროპულ საქართველოს“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.