სათქმელს თავს ვერ ვუყრი… სიტყვები არ მყოფნის ამ მწუხარების გამოსახატავად?ნია!… – ახალგაზრდა გოგონას სკოლა ემშვიდობება.
,,ლამაზი ფერია-გოგო, ფრთაფარფათა პეპელა!?… როგორ გამხნევებდით, გეფერებოდით, რა არ შემოგთავაზეთ, რომ დეპრესია დაგეძლია.❤️ბოლოს, უბედურებამდე რამდენიმე დღით ადრე, კიდევ შემოფარფატდი სკოლაში, სადაც ყოველთვის მოგიხაროდა.❤️ (თურმე გვემშვიდობებოდი), მოგვესიყვარულე,❤️ ჩვენც მოგეფერეთ,❤️ღიმილით დაგვშორდი,❤️თუმცა თვალებში ნაღველი გედგა?… და…??? არ მინდა, თვალი გავუსწორო რეალობას.? პეპელასავით ხანმოკლე სიცოცხლეს დასჯერდი და გაფრინდი.? ფრთებმა გიმტყუნა და დაენარცხე.?ვეღარ გიშველეს?… როგორ იტანჯე?… გემძიმა დედამიწა და ზეცაში ფრენა აირჩიე.? უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი.??❤️ ნათელი ადგეს შენს ლამაზ, ნათელ სულს, ჩვენო მოუშუშებელო ტკივილო,?ნიაკო!… ნია!…” – წერს სოციალურ ქსელში ,,სკოლა-ლიცეუმი ლამპარი”.
ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ გარდაიცვალა გოგო, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა.
20 წლის ნიაკო, მეოთხე სართულიდან გადავარდა. მისი მდგომარეობა პირველივე წუთებიდან მძიმე იყო. ამ დრომდე საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.