ველისციხეში 80 წლის ქალის გვამი იპოვეს. სავარაუდოდ, ის რამდენიმე კვირის გარდაცვლილია, რადგან სახლში მხოლოდ ნაწილებს მიაკვლიეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, მის შვილს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და დედას ხშირად სცემდა. მათივე თქმით, შვილმა ქალის გარდაცვალება არავის აცნობა. მეზობლებმა ფაქტის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც სახლიდან საშინელი სუნი გამოვიდა და ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული.
“მთავარი არხი” შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ოფიციალურ პასუხს ელოდება.