ვდარდობ იმ ადამიანებზე, ვისთანაც ბოლო 2-3 დღის განმავლობაში გვქონდა კონტაქტი – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალილსიტი ვიკა ბუკია წერს, რომელსაც კოვიდ19 ცოტა ხნის წინ დაუდგინდა.
“მეგობრებო და ჩემო კოლეგებო, გიდასტურებთ. უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელია ამდენ ზარს და შეტყობინებას ვუპასუხო. თავს კარგად ვგრძნობთ, მხოლოდ ვდარდობ იმ ადამიანებზე, ვისთანაც ბოლო 2-3 დღის განმავლობაში გვქონდა მჭიდრო კონტაქტი. აუცილებლად უნდა მოხდეს ამ კონტაქტების კვლევა. როგორც კი საეჭვო სიმპტომები გამოგვივლინდა დაუყოვნებლივ მივიღეთ ზომები.
წყარო სრულიად უცნობია. არანაირ საეჭვო კლასტერთან არ გვქონია კავშირი. ვეცდებით ესეც გამოვარკვიოთ.
მადლობა ყველას ❤️” – წერს ვიკა ბუკია ფეისბუკზე.
კორონავირუსი ასევე დაუდასტურდა ვიკა ბუკიას მეუღლეს დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს.