ვგრძნობ უცნაურ ტკივილს ზურგში და სახსრეში, ჯერ ექიმიც არ მინახავს – ამის შესახებ “რუსთავი2”-ის ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე თავის ფეისბუკზე წერს. ჟურნალიტი კორონავირუსი ცოტა ხნის წინ დაუდასტურდა.
“მეგობრებო პირველ რიგში მადლობა და ბოდიში – ვერ გპასუხობთ.
დღეს დამიდასტურდა კოვიდ-19, რომელიც დიდი ალბათობით გადმომედო რესპოდენტისგან – სხვა კონტაქტი ინფიცირებულთან არ მქონია. არ მაქვს სიცხე, ვგრძნობ უცნაურ ტკივილს ზურგში და სახსრეში.
მესმის რომ დიდია ინტერესი, მაგრამ ვერ გპასუხობთ ჯერ ექიმიც არ მინახავს.
ახლა მხოლოდ იმ ადამიანებზე ვღელავ, ვისაც შესაძლოა ჩემგან ინფექცია გადადებოდა, სხვა არაფერი მაწუხებს. ვმუშაობთ ეპიდემიოლოგებთან რომ მაქსიმალურად დავაზუსტოთ საკონტაქტო წრე, გადამდები ვარ 7 სექტემბრიდან.
დავემატე ხვალინდელ სტატისტიკაც, გურამ როგავა რომ გამოაცხადებს ?” – წერს თეონა ცხომელიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
ჩემი მთავარი სიმპტომი უსიმპტომობა იყო – ვიკა ბუკია
გუშინ დაუფერთხავი თერმომეტრი შემომიტანა ექთანმა გვერდით პალატიდან და 41 ეწერა – ვიკა ბუკია