გიორგი შაქარაშვილის საქმეზე განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებული ვახტანგ ჩიქოვანის დედა ამბობს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და “უნდათ, სხვისი მკვლელობა შეაწმინდონ”.
ამის შესახებ მან “ტვ პირველისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა
“გამოძიება და პროკურატურა ტყუიან, არაფრის მტკიცებუკლება არ არსებობს. გჯერათ, რომ მაგას საათი ჰქონდა? ეგ დეზინფორმაცია პროკურატურამ გაავრცელა. გამომძიებლებიც იმას ამბობენ, რასაც ამირხანაშცვილი
გუკა ამირხანაშვილი მანქანაში თვითონ შეუხტა და მერე ეუბნებოდა გაგნიძის დედას, გადამარჩინეს ბავშვებმა, იქიდან რომ დროზე წამომიყვანესო. ამირხანაშვილი არის დემორალიზებული, ძალიან ცუდი ადამიანი, “ნასედკა” ბავშვი.
ვახო არის 100 პროცენტიანი ყველაფერში მართალი. უდანაშაულო ბავშვებს სდებენ ბრალს. მათ უნდათ სხვისი მკვლელობა შეაწმინდონ” – აღნიშნა ბრალდებულის დედამ.