ვაქცინის დამზადების ადრეულ ეტაპზე გამოიყენება 1973 წლის აბორტირებული ნაყოფის ქსოვილოვანი კულტურის ხაზები – ამის შესახებ პაატა იმნაძემ განაცხადა, მისივე განმარტებით ვაქცინები არ შეიცავენ აბორტირებული ნაყოფის უჯრედებს.
ტელეკომპანია “მეგა ტვ”-ს მიერ ვებინარზე დასმულ კითხვას რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაციის კამპანიაში მღვდლების ჩართვა, მით უფრო მაშინ როცა ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა განაცხადა, რომ ასტრაზენეკა შექმნილია აბორტის მსხვერპლისგან? პაატა იმნაძემ უპასუხა:
“არამარტო ასტრაზენეკა, არამედ ფაიზერიც, ვაქცინების ძალიან დიდი ნაწილი, ისინი არ შეიცავენ აბორტირებული ნაყოფის უჯრედებს, მაგრამ მათი დამზადების ტექნოლოგიის ადრეულ ეტაპზე გამოიყენება 1973 წლის აბორტირებული ნაყოფის ქსოვილოვანი კულტურის ხაზები, რომლებიც არის მთელი მსოფლიოს ლაბოარტორიებში. ეს არის კლონი, 1973 წელს რომ მოხდა ლეგალური აბორტი, იმ აბორტირებული ნაყოფის კლონი, რომელიც დღემდე გამოიყენება ბერვ ლაბორატორიაში ბევრი ვირუსის გასაზრდელად.
ის რომ დღეს ვიღაც ბავშვზე აბორტს აკეთებს, იმიტომ რომ ვაქცინა დაამზადოს ეს ტყუილია, მაგრამ მეორე მხრივ ეს რელიგიური საკითხია და იყო კამათი, მაგრამ მე ამაზე კამათს არ მოვყვები. ამაზე არის სხვადასხვა მოსაზრება არა მარტო ქრისტიანულ და მართლმადიდებლურ სამყაროში, მათ შორის რელიგიის სპეციალისტები ხსნიან სახარებაზე დაყრდნობით ეს ჩემი პრეროგატივა არ არის და მიმართეთ მათ. ამასთან არის მეორე გამოსავალი, ვისაც რაღაც ეთიკური მიზნებით ან ფაიზერი ან ასტრაზენება, რომელშიც მართლაც ტექნოლოგიის ქსოვილოვანი კულტურა გამოიყენევა, რომელიც არის 1973 წელს აბორტირებული ნაყოფისგან დამზადებული, ამათ შეუძლიათ გამოიყენონ თავისულფას ჩინური ვაქცინა, რომელიც ტექნოლოგიურად დამზადებულია მაიმუნის ქსოვილებისაგან. საბოლოო პროდუქტებში ეს არ არის, მაგრამ გამოიყენება ადრეულ ეტაპებზე. აი ჩინური ვაქცინები დამზადებულია ვერო უჯრედებზე, ხოლო ვერო უჯრედები არის მაიმუნის თირკმლის ქსოვილისაგან.” – განაცხადა პაატა იმნაძემ.