დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.
NCDC საზღვარგარეთ გამგზავრების მსურველ ვაქცინირებულ პირებს მიმართავს.
“საზღვარგარეთ გამგზავრებისთვის საჭირო ცნობის მიღება ვაქცინირებულ პირებს შეუძლიათ იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებაში ან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში.
დაწესებულება დოკუმენტს ადასტურებს ბეჭდით და/ან შტამპით და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.
მიმღები ქვეყნის მოთხოვნის შესაბამისად, აღნიშნული ცნობა საჭიროა დამოწმდეს აპოსტილით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ.
აცრის ცნობის აპოსტილით დამოწმების პროცედურა წარმოადგენს დროებით ღონისძიებას საქართველოს მიერ გაცემული დოკუმენტების QR კოდების ევროკავშირის სივრცესთან მიერთებამდე”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.