“ვაქცინაცია იმერეთში უპრობლემოდ მიმდინარეობს”-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელი, გოჩა გიორგიზემ განაცხადა.
პროცესში კიდევ 5 მუნიციპალიტეტი ჩაერთო. ქუთაისში 4, ხოლო ზესტაფონში 2 ამცრელი დაწესებულება ფუნქციონირებს, დანარჩენ მუნიციპალიტეტებში კი ერთ-ერთი.
გოჩა გიორგიძის თქმით იმერეთის მასშტაბით აცრა 190-მა მედიკოსმა გაიკეთა, ხოლო აქედან ქუთაისში 90 ჩატარდა.
უკვე აცრილი მედიკოსებს რაიმე ტიპის გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებიათ.
“არანაირი გართულებები არ გვქონია, რაც შეეხება იმ რეაქციებს, რომლებიც აცრის შემდგომ რეაქციებად ითვლება, ასეთი რეაქცია შეიძლება ნებისმიერ ვაქცინას ახლდეს. ერთჯერადი რესპირატორული სიმპტომები, ტემპერატურა და ტკივილი, ეს ბუნებრივი რეაქციებია,”-განაცახდა გიორგიძემ.
იმერეთისათვის 5 500 დოზა ვაქცინაა მოწოდებული.