რუსეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოება დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტორზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დაიწყო გამალეის კვლევის ცენტრის მიერ შექმნილი ვაქცინის წარმოება,“- ნათქვამია რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, 11 აგვისტოს რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „სპუტნიკ V” ოფიციალურად დაამტკიცა. პრეპარატი გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნულმა ცენტრმა შექმნა. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაზე კლინიური ცდები მიმდინარე წლის ივნისსა და ივლისში ჩატარდა.