LIVE TV
შაბათი, ივნისი 25, 2022
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

+12
megatv.ge
ახალი ამბები
No Result
View All Result
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მთავარი მთავარი

ვარლამ გოლეთიანი ჭყონდიდის ეპარქიაში ჩავიდა

დაპოსტა 2021/04/25-ში
გაზიარება

რიონის ხეობის” მცველი, ვარლამ გოლეთიანი ჭყონდიდის ეპარქიაში, სალხინოში ჩავიდა.

მასთან ერთად არიან ნამავანჰესის აშენების წინააღმდეგ აქციების სხვა ლიდერებიც.

როგორც გოლეთიანმა თქვა, ის მხარეებად არავის ყოფს და უნდა, რომ ეპარქიაში ცხოვრება მშვიდობიანად გაგრძელდეს.

“ჩვენ თვალს ვადევნებთ ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებს. ვწუხვართ ამ ყველაფრის გამო და ჩამოვედით, რომ ეპარქიაში ცხოვრების მშვიდობიანად გაგრძელებას დავუჭიროთ მხარი. ეს არის ჩვენი აქ მოსვლის მიზანი”. – თქვა მან.

მანამდე, ჭყონდიდის ეპარქიაში, სალხინოს ეკლესიის ეზოში მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ეკლესიის ეზოში ბზობის დღესასწაულზე შეიკრიბნენ როგორც მიტროპოლიტი სტეფანეს მხარდამჭერები, ისე მასთან დაპირისპირებული სასულიერო პირები და მრევლი როგორც ჭყონდიდის, ისე სხვა ეპარქიებიდან.

პირველი დაპირისპირება ადგილობრივი ბიზნესმენის, კლიმენტი კეკუტიას გამოჩენას მოჰყვა, რომელიც ყოფილ ჭყონდიდელ მიტროპოლიტს, პეტრე ცაავას ღიად უპირისპირდება და როგორც სხვა სასულიერო პირები ამბობენ, 22 აპრილს მას უშვერი სიტყვებითაც აგინებდა. პეტრე ცაავას მხარდამჭერი მღვდლები, რომელთა ნაწილსაც მიტროპოლიტმა სტეფანემ მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა, ამბობენ, რომ კლიმენტი კეკუტიას არ აქვს უფლება, ეკლესიაში მივიდეს.

შემდეგ კი დაძაბულობა სალხინოს ეკლესიის ეზოში თავად მიტროპოლიტ სტეფანეს გამოჩენას მოჰყვა.

პეტრე ცაავას მხარდამჭერი სასულიერო პირები მასაც არ აძლევდნენ ტაძარში შესვლის უფლებას, თუმცა, პოლიციის დახმარებით, მიტროპოლიტმა ეკლესიაში შესვლა შეძლო.

***

ჭყონდიდის ეპარქიაში რამდენიმე თვეა, ვითარება დაძაბულია. სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც ჭყონდიდის მიტროპოლიტად სტეფანე კალაიჯიშვილი დანიშნეს.

მან გრიგოლ კაცია შეცვალა, რომელმაც, თავის მხრივ, ჭყონდიდის ეპარქიაში პეტრე ცაავა ჩაანაცვლა.

პეტრე ცაავა საპარტრიარქოს გიორგი მამალაძის საქმის გამო დაუპირისპირდა. მოგვიანებით კი, 2019 წლის 31 ოქტომბერს, მედიას მისი განყენების შესახებ წინასწარ აცნობა და მიზეზად მისი მხრიდან სინოდის სხდომაზე „საქართველოს ეკლესიაში პიდარასტიის, მამათმავლობისა და პიდარასტული ცოდვის მხილება“ დაასახელა.

მოგვიანებით თავად მიტროპოლიტი პეტრეს მიმართ გაჩნდა ბრალდება – თითქოს მას შვილი ყავს, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს. ცაავას მხარდამჭერები ბრალდების დამტკიცებას ითხოვენ.

მიტროპოლიტმა სტეფანემ პეტრე ცაავას მხარდამჭერ რამდენიმე სასულიერო პირს ღვთისმსახურება აუკრძალა, გაათავისუფლა მარტვილის დედათა მონასტრის წინამძღვარი, დედა სოსანა. მას აუკრძალა მონასტრის ტერიტორიაზე შესვლაც.

პეტრე ცაავას მხარდამჭერი სასულიერო პირები აცხადებენ, რომ ყოფილ ჭყონდიდელ მიტროპოლიტს მღვდელმოქმედება უკანონოდ შეუჩერეს და მის საკითხზე შიდასაეკლესიო, კანონიკურ მოკვლევას ითხოვენ.

გაზიარება24

დაკავშირებული -პოსტები

მწვავე ჰეპატიტის საშიში ფორმები 900_ზე მეტ ბავშვში გამოვლინდა

ივნისი 25, 2022
5
მთავარი

მწვავე ჰეპატიტის საშიში მძიმე ფორმა 33 ქვეყანაში მცხოვრებ 900-ზე მეტ ბავშვთან გამოვლინდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იტყობინება. „33 ქვეყანა იტყობინება ბავშვებში მწვავე ჰეპატიტის მძიმე ფორმის 920 შემთხვევის შესახებ....

დაწვრილებით

დაპირისპირება სამეზობლოში – დაჭრილია 3 ადამიანი

ივნისი 25, 2022
25
მთავარი

თბილისში გვიან ღამით სამი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა ისანში, ე.წ. ზეემკას დასახლებაში მოხდა. ​„პრაიმტაიმის„ ინფორმაციით, ერთმანეთს მეზობლები დაუპირისპირდნენ. ისინი ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ. გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

დაწვრილებით

სად დაარსდება 2 ახალი დაცული ტერიტორია

ივნისი 25, 2022
6
მთავარი

საქართველოში 2 ახალი დაცული ტერიტორია დაარსდება. ამის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. კანონპროექტი შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, ტანასა და თეძამის ხეობებში, 32 850 ჰექტარ ფართობზე, ტანას აღკვეთილისა (საერთო ფართობია 10...

დაწვრილებით

,,თავისით მუშაობს სისტემა, პურიც არაა საჭირო, სანახაობაც საკმარისია”-იაგო ფრანგიშვილი

ივნისი 25, 2022
7
მთავარი

იაგო ფრანგიშვილი მარადიული დედამიწაზე არაფერია. ცხოვრება, მმართველობა შედგება დღეების, კვირეების, თვეებისა და წლებისაგან. ერთი მეორის გადაგორებით მარადიულის ელფერი შეიძლება მისცე ყველაფერს, მთავარია რომ ეს ,,გადაგორება,, გაცალონ. მთავარია რომ ამ გადაგორებისას...

დაწვრილებით

ევროპაში სამოგზაუროდ 2023 წლიდან ETIAS სავიზო პროგრამა დაგჭირდებათ

ივნისი 25, 2022
233
მთავარი

ევროკავშირში უფასო მოგზაურობის დრო სრულდება. 2023 წლის მაისიდან ETIAS-ის სავიზო პროგრამა ამოქმედდება. ETIAS არ არის იგივე, რაც ვიზა. ის უფრო სწრაფია, კეთდება ონლაინ და არ საჭიროებს ბიომეტრიულ ინფორმაციას. თუმცა, დადგენილია...

დაწვრილებით

,,მაიმუნის ყვავილი“ პანდემიად გამოცხადდა

ივნისი 25, 2022
120
მთავარი

ჯანდაცვის მსოფლიო ქსელმა „მაიმუნის ყვავილი“ პანდემიად გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის საიტზეა განთავსებული. ორგანიზაციამ ინფექციის აფეთქება ჯანდაცვის სფეროში გლობალური მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციად შეაფასა. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ვითარების გამოსასწორებლად აუცილებელია დაუყოვნებელი...

დაწვრილებით

ვითარება საქართველოს ბაზარზე დიზელის ფასთან დაკავშირებით საკმაოდ რთულია – ნავთობიმპორტიორთა კავშირში

ივნისი 25, 2022
63
ეკონომიკა

დიზელის ფასები ბენზინგასამართ სადგურებში 4,5-ლარიან ნიშნულს უკვე გასცდა. ნავთობიმპორტიორთა კავშირში აცხადებენ, რომ ბოლო ერთ თვეში დიზელის ღირებულებამ 25-30%-ით მოიმატა, რომლის ერთ-ერთი ფაქტორი საერთაშორისო ბაზარზე დიზელის გაძვირებაა. კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი...

დაწვრილებით

რამდენი ადამიანი მივიდა 24 ივნისის აქციაზე

ივნისი 25, 2022
79
მთავარი

რამდენი ადამიანი მონაწილეობდა 24 ივნისს თბილისში ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად გამართულ საპროტესტო აქციაში "შინ ევროპისკენ". დემონსტრანტების მიახლოებითი რაოდენობა გამოცემა "ნეტგაზეთმა" დაითვალა.   „ნეტგაზეთის“ მიერ აქციის მონაწილეთა რაოდენობის მიახლოებითი დათვლით მათი რაოდენობა მინიმუმ...

დაწვრილებით

ჩასაფრება სავარაუდოდ ტყიდან მოხდა – ლევან კაჭარავას მკვლელობის დეტალები

ივნისი 25, 2022
84
მთავარი

ახალი დეტალები ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობის საქმეში - პირველადი ინფორმაციით, ცნობილი ბიზნესმენის მკვლელობა პირად უთანხმოებას უკავშირდება.   ლევან კაჭარავა ავტომობილით მძღოლთან ერთად თბილისი-წყნეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა. 53 წლის ბიზნესმენი მანქანაშია ჩაცხრილული...

დაწვრილებით

როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში

ივნისი 25, 2022
180
ამინდი

25 ივნისის, ამინდის პროგნოზი. სინოპტიკოსები საქართველოს მთელს ტერიტორიაზე წვიმაა ვარაუდობენ.  ჰაერის ტემპერატურა იქნება.   აბასთუმანი – +21° ამბროლაური – +24 ° ანაკლია – +25° ახალციხე – +27° ბათუმი – +25°...

დაწვრილებით
მეტის ნახვა
მთავარი

შესაძლოა მცირე კლინიკები დაიხუროს

მაისი 2, 2020
182
მთავარი

ბაღდათში ხანძარს დედა და მისი 4 შვილი ემსხვერპლა (+ვიდეო)

თებერვალი 4, 2020
17.2k
მთავარი

ქალზე ძალადობა და ორი დაჭრილი – რა მოხდა თელავში

ივლისი 15, 2021
150





+12









No Result
View All Result

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

შედით თქვენს ანგარიშზე

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms bellow to register

All fields are required. შესვლა!

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

შესვლა!