ლადო მესხიშვილის თეატრს მარჯანიშვილის თეატრი სპექტაკლით ”ვარდის სვირინგი” 22 თებერვალს ეწვევა
რეჟისორმა გიორგი კავილაძემ სპექტაკლი „ვარდის სვირინგი“, ტენესი უილიამსის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით დადგა. პრემიერა გასული წლის 8 დეკემბერს შედგა.
სპექტაკლში მონაწილეობენ:
სერაფინა დელა როზა – ეკა ჩხეიძე
როზა დელა როზა – კესო ჯავახიშვილი
ასუნტა – ლილე ფილფანი / თამარ ბუხნიკაშვილი
ალვარო – ზურა ბერიკაშვილი
მამა ლეო – ზაზა იაქაშვილი / ონისე ონიანი
ჯეკ ჰანტერი – პაატა ინაური
ფლორა – ანა სანაია
ბესი – გვანცა კორშია
მის იორკი – ნინო წულაძე
ესტელა ჰოენგარტენი – ნინო გაჩეჩილაძე
“… ეს პიესა ყველაზე საინტერესო ეტაპზე შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში და ისე უცებ გამიტაცა, დამატყვევა, მომაჯადოვა, როგორც იმ ქალმა, ვისაც ვუძღვნი მის დაბადებას!” – ამბობს რეჟისორი გიორგი კივილაძე.