ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ე.წ. თერჯოლის კლასტერთან დაკავშირებულ საეჭვო პაციენტს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ კლინიკის მთავარმა ექიმმა თეიმურაზ ნადირაძემ განაცხადა.
ამ დროისთვის საავადმყოფოში ე.წ. თერჯოლის კლასტერიდან ექვსი პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ამასთან, ლაბორატორიიდან სოფელ ღვანკითის მკვიდრი სამი პაციენტის ბიოლოგიური ნიმუშის პასუხს ელოდებიან, რომელთაც თერმოსკრინინგის დროს მომატებული ტემპერატურა დაუფიქსირდათ.