შეხვედრა სრულიად უშედეგოდ დასრულდა, – აღნიშნული განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ დღეს ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომლის ინიციატორიც დიპლომატიური კორპუსი იყო. ვაშაძის თქმით,ქართული ოცნების წარმომადგენლებს არავითარი წინადადება და იდეა არ ჰქონდათ და მათ კატეგირიული უარი თვეს იმ კომპრომისური შეთავაზებაზე, რომელიც ოპოზიციამ მოამზადა და გუშინ 30-მა პარტიამ მოაწერა ხელი.
„ყოველგვარი დიპლომატიის გარეშე გეტყვით, პირველი მმართველი გუნდი ამ შემხვედრაზე მხოლოდ იმიტომ მოვიდა, რომ განუწყვეტილვ პრესს განიცდიდა საქართველოს მოქალაქისგან, ოპოზიციისგან და ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეებისგან. ისე არავითარ დიალოგზე, რა თქმა უნდა, ეს მმართველი გუნდი ანუ ე.წ. ხელისუფლება არ წამოვიდოდა. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი, არაფრისთვის მზად არ იყვნენ, არავითარი წინადადება და არც იდეა არ ჰქონდათ. მესამე, კატეგორიული უარი თვეს განხილვაზე იმ კომპრომისული შეთავაზების, რომელიც ოპოზიციამ მოამზადა და გუშინ 30-მა პარტიამ მოაწერა ხელი. მეოთხე, ჩვენ დავადასტურეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს შეხვედრა სრულიად უშედეგოდ დასრულდა, თუ ამას მოინდომებენ ჩვენი მედიატორები და სტრატეგიული პარტნიორები, ჩვენ მეორე რაუნდსაც დავესწრებით. არ მივცემთ არასდროს „ქართულ ოცნებას“ და ე.წ.მმართველ გუნდს იმის თქმის საშუალებას, რომ ოპოზიცია საუბრისთვის მზად არ არის“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ე.წ. გერმანული მოდელი, რომელსაც ოპოზიცია ითხოვდა, არის თუ არა კონსტიტუციური, შედგა ღრმა მსჯელობა, როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური. ჩვენს ურყევ პოზიციად დარჩა ის, რომ ეს მოდელი არის ანტიკონსტიტუციური და ამაზე მომდევნო დებატები ვეღარ გაიმართება, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკინმა ოპოზიცის, ხელისუფლების და დიპლომატების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, სხვა შემოთავაზებები გაჟღედა უცხოელი კოლეგებისაგნ და თუ ეს შემოთავაზებები ძალაში დარჩება, „ქართული ოცნება“ ის ძალაა, „რომლისთვისაც მთავარი ქვეყანაა და რა თქმა უნდა, დილოგისთვის მზად არის“.
„მაგრამ ჩვენი პოზიცია ურყევია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ განხორციელდება, საკონსტიტუციო მოდელი, რაც წერია კონსტიტუციაში არის ძალაში და „გერმანული მოდელი“ არის ანტიკონსტიტუციური. თუმცა, თუ იქნება სხვა რაიმე ტიპის შემოთავაზებები, რომლის შესახებაც გარკვეული მინიშნებები უცხოელი კოლეგებისგან გაკეთდა და თუ ეს შემოთავაზებები ჯდება იმ კონსტიტუციაში, რომელიც დღეს არის მოქმედი და 2020 წლის არჩევნებზე იქნება მოქმედი, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ არ დაიზარებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.