ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
„ამჟამად იგი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება“,-აცხადებენ სუს-ში.
ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავეს. საოკუპაციო რეჟიმი ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავა. ბრალდებას ვაჟა გაფრინდაშვილი არ აღიარებდა