healthleadersmedia – ის ინფორმაციით,ნიუ-იორკში ექთანი, რომელიც ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობდა, დაინფიცირდა და საავადმყოფოში მოთავსებიდან ერთ კვირაში გარდაიცვალა.
ექიმებისთვის, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე არიან, დამცავი აღჭურვილობის რესურსი თანდათან უფრო მცირდება.40 წლის კისო ჯორდან კელი Mount Sinais – ის საავადმყოფოში მუშაობდა, ის ჰოსპიტალში 17 მარტს მოათავსეს და სამშაბათს გარდაიცვალა.
როგორც მისი კოლეგები ამბობენ, ქალი თანაგრძნობითა და ერთგულებით გამოირჩეოდა პაციენტების მიმართ.
ასევე ცნობილია, რომ იტალიელი ექიმი, რომელიც ხელთათმანების გარეშე მუშაობდა, კორონავირუსით გარდაიცვალა
hotnews.ge