ეუთო ბელარუსს ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამოსავლის პოვნის მიზნით საჭირო დიალოგის პროცესში შუამავლის როლის შესრულებას სთავაზობს.
„გთავაზობთ, საჭირო დიალოგში ეუთო ფასილიტატორი გახდეს, რათა ბელარუსს არსებული ვითარებიდან თავის დაღწევაში დაეხმაროს. ვიმედოვნებთ, ბელარუსის ხელისუფლების პასუხი ამ შეთავაზებაზე დადებითი იქნება,“ – აღნიშნა ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ, ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ.
მან ხაზი გაუსვა, რომ ეუთო ბელარუსს თავს არ მოახვევს საკუთარ პოზიციას, არ დაიჭერს რომელიმე მხარეს და არ ჩაერევა ქვეყნის შიდა საქმეებში