LIVE TV
ხუთშაბათი, იანვარი 15, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ეს „შავი პარასკევი“ საქართველოს ისტორიაში ნამდვილად იქნება შავი პარასკევი – გიორგი ფხაკაძე

დაპოსტა 2020/11/27-ში
1.1k
ნახვა
გაზიარება

ეს „შავი პარასკევი“ საქართველოს ისტორიაში ნამდვილად იქნება შავი პარასკევი, – ამის შესახებ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, შეზღუდვებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით უკმაყოფილოა. ფხაკაძე მიიჩნევს, რომ შეზღუდვები დაგვიანებულია. ის ამასთან, საზოგადოების მხრიდან დაუდევრობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის, რაც დღეს სავაჭრო ცენტრებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხდებოდა, დაუშვებელია.

„ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილი არ ვარ, ჩვენმა ქვეყანამ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, მე მგონი, ერთადერთი ვარ, ვინც ამას ვამბობ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით, ჩვენ საქმე გვაქვს ვირუსთან, რომელიც არის უჭკუო და ჩვენ ჭკვიანი ხალხი ვერ ვებრძვით ამ ვირუსს. საუბარი არის, რომ პირბადეს არ ვიკეთებთ, 2-მეტრიან დისტანციას არ ვიცავთ, ხელებს არ ვიბანთ. შეხედეთ, დღეს რა ხდებოდა მეტროში და მაღაზიებში, სიტყვები არ მყოფნის! ახლა ნახეთ ვირუსის აფეთქება! შეზღუდვები ხომ იქნება ხვალიდან, 2 კვირაში ნახავთ რა აფეთქება იქნება ქვეყანაში. ვამბობდი, რომ 24 აგვისტოდან ჩვენ ვირუსი გაგვექცა, სექტემბრის დასაწყისში უნდა შემოღებულიყო ის ზომები, რომელიც ახლა არის შემოღებული, დააგვიანეს. ვირუსი გაქცეულია, ეს არ არის აფეთქება, ამას უკვე აფეთქებაც არ ქვია.

საქართველო იქნება მაგალითი იმისა, რომ ყველაზე რთულად გამოვა კოვიდიდან. ტურიზმი დაივიწყეთ! მშენებლობა, ბიზნესი დაივიწყეთ, ყველაფერი დაგენგრევათ! ჩვენ მივიღებთ განადგურებულ ჯანდაცვის სისტემას და განადგურებულ ეკონომიკას… დღეს რაც მე ვნახე, არ დავიჯერე – რა ხდებოდა ტრანსპორტში, მაღაზიებში, ეს ხომ საშინელებაა! პრემიერ-მინისტრი უნდა გამოსულიყო და ეთქვა, დღეიდან, ორ საათში ყველაფერს ვკეტავო. ეს „შავი პარასკევი“ საქართველოს ისტორიაში იქნება ნამდვილად შავი პარასკევი. ამ დაგეგმარების მიხედვით, სიტუაცია ორი კვირის მერე უნდა ჩამცხრალიყო, დღევანდელი მდგომარეობით, ახალი წელი გვექნება შავი, არც წითელი და არც თეთრი, რატომ ვაკეთებთ ამას, ვერ გავიგე და გამაგებინეთ… რა ბიზნესი და რა ტურიზმი, მიხედეთ ჯანმრთელობას! თუ გეყოლება ჯანმრთელი მოსახლეობა, ბიზნესიც გექნება და ქვეყანას ააშენებ“, – განაცხადა ფხაკაძემ.

გაზიარება423

დაკავშირებული -პოსტები

სუს-მა საბოტაჟის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

იანვარი 15, 2026
0
მთავარი

სუს- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საბოტაჟის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან შემოსული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციის ვებგვერდზე განხორციელდა სავარაუდო კიბერთავდასხმა და...

დაწვრილებითDetails

აშშ-ის საიმიგრაციო ვიზების გაცემის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადება ვრცელდება

იანვარი 15, 2026
12
მთავარი

აშშ საიმიგრაციო ვიზების დაპაუზება არ ვრცელდება ტურისტულ ვიზებზე - ეს პაუზა ვრცელდება მხოლოდ საიმიგრაციო ვიზა აპლიკანტებზე. ტურისტული ვიზები არასაიმიგრაციო ვიზებია, - ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებაშია ნათქვამი, რომელსაც საქართველოში ამერიკის...

დაწვრილებითDetails

ცო­დოა არ უჩივ­ლოო- თბილისში 38 წლის ქალი მეზობელმა მოკლა

იანვარი 15, 2026
94
crime concept by police line tape with blurred forensic law enforcement background in cinematic tone and copy space (crime concept by police line tape with blurred forensic law enforcement background in cinematic tone and copy space, ASCII, 116 compon
მთავარი

მკვლე­ლო­ბა მოხ­და გუ­შინ თბი­ლის­ში, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 38 წლის მარი თხე­ლი­ძე მე­ზო­ბელ­მა მოკ­ლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დამ­ნა­შა­ვე ახალ­გაზ­რდა წლამ­დე მა­მა­კა­ცია, რო­მელ­საც ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. მოკ­ლუ­ლი ქალი და სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვე ე.წ. იტა­ლი­უ­რი ეზოს...

დაწვრილებითDetails

საქართველოში საარსებო მინიმუმი შემცირდა

იანვარი 15, 2026
191
მთავარი

საქართველოში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 250.9 ლარია - ამის შესახებ აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2025 წლის დეკემბრის მონაცემებში. ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მხოლოდ 20.4 ლარით მეტია, 2025...

დაწვრილებითDetails

რიკოთის მაგისტრალურ გზაზე გარე განათების კაბელები დაზიანეს და მოიპარეს

იანვარი 15, 2026
30
default
მთავარი

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთზე (რიკოთის მაგისტრალური გზა) გარე განათების ქსელის კაბელების დაზიანებისა და ქურდობის ფაქტები დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

გრენლანდიასთან დაკავშირებით აშშ-სთან ფუნდამენტური უთანხმოება არსებობს – დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

იანვარი 15, 2026
3
მთავარი

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ გრენლანდიასთან დაკავშირებით აშშ-სთან ფუნდამენტური უთანხმოება არსებობს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. მინისტრმა აღნიშნა, რომ ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან და...

დაწვრილებითDetails

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

იანვარი 15, 2026
12
მთავარი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ უარყო ინფორმაცია, რომ ქვეყანაში საპროტესტო აქციების დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა და განაცხადა, რომ მკვლელობები „ისრაელის შეთქმულების“ გამო მოხდა, რომელიც დიდი რაოდენობით მსხვერპლის გამოწვევას ისახავდა მიზნად....

დაწვრილებითDetails

ფაქტობრივად, მესამე მსოფლიო ომია, რაც არა ტერიტორიულ, არამედ მსოფლმხედველობრივ ხასიათს ატარებს – გია ხუხაშვილი

იანვარი 15, 2026
21
მთავარი

დიდ სურათში, ფაქტობრივად, მესამე მსოფლიო ომი მიმდინარეობს და ეს მესამე მსოფლიო ომი არ ატარებს ტერიტორიულ ხასიათს, რაც დამახასიათებელი იყო წინა საუკუნეებში, არამედ ატარებს მსოფლმხედველობრივ, ფუნდამენტურ ხასიათს და ბრძოლა მიდის თავისუფლებისა და...

დაწვრილებითDetails

აშშ საიმიგრაციო ვიზების გაცემას საქართველოს მოქალაქეებისთვისაც შეაჩერებს

იანვარი 15, 2026
9
მთავარი

ამერიკის შეერთებული შტატები საიმიგრაციო ვიზების გაცემას საქართველოს მოქალაქეებისთვისაც შეაჩერებს. საერთაშორისო მედიაში გავრცელდა იმ ქვეყნების სრული სია, რომელთა მოქალაქეებისთვისაც აშშ საიმიგრაციო ვიზების გაცემას შეაჩერებს. საქართველოს გარდა სიაშია რუსეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი. ქვეყნების სრული...

დაწვრილებითDetails

მარჯანიშვილზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შსს-მ 34 წლის მამაკაცი დააკავა

იანვარი 15, 2026
113
მთავარი

თბილისში, მარჯანიშვილზე დღეს მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, დაკავებული 1991 წელს დაბადებული პირია. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1991...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».