„მე ერთგულების ერთი ფიცი მაქვს დადებული და ეს ფიცი ჩემი ქვეყანა, ჩემი ხალხი და ჩემი სახელმწიფოა და სხვა არავინ“- ამის შესახებ გიორგი გახარიამ ხაშურში რეგიონული ორგანიზაციის გახსნაზე, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანი დღეა, ხაშურში ოფისს ვხსნით. ეს არ იქნება ოფისი, ეს იქნება ერთგვარი სახლი ყველასთვის, სადაც ყველას შეეძლება თავისი წინადადება, პრობლემა მოიტანოს, მთავარია, რომ ვიშრომოთ.
ამ ქვეყანაში, სამწუხაროდ, ყველა დაპირება გაცემულია და მე რაც არ უნდა დაპირებები გავცე, ამაში უბრალოდ აზრსაც ვერ ვხედავ.
მთავარია ახლა არის, რომ საქმეს მოვკიდოთ ხელი და საქმის კეთება დავიწყოთ.
ეს ჩემთვის გამოწვევაც არის, რომ პირველი – ერთდროულად ვაკეთებთ პარტიას და ამავდროულად არჩევნებშიც მივიღებთ მონაწილეობას. ყველა არჩევნებში მივიღებთ მონაწილეობას, ახლა მუნიციპალურში, შემდეგ საპარლამენტოში, არავინ არ მოგატყუოთ, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მაინც იქნება.
კიდევ უფრო სწრაფად იქნება, ვიდრე ზოგიერთებს ჰგონიათ, ჩვენი მთავარი ამოცანაა წყნარად, მშვიდად, კეთილსინდისიერი ხალხი და პროფესიონალიზმი.
რაც არ უნდა ილანძღონ და გინება დაიწყონ, ღირსება, ჩვენი ღირსებაა და ამას არ გავცვლით არაფერში. ეს ქაოსი, ლანძღვა, ცემა-ტყეპა თუ არ დამთავრდა ამ ქვეყანაში ჩვენ ძლიერ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ.
თუ ძლიერ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ, ვერც ხაშურს მივხედავთ. ამიტომ, ჩვენი ძირითადი ამოცანა არის ძლიერი სახელმწიფო, რომელსაც ააშენებს კეთილსინდისიერი და პროფესიონალი ადამიანები.
ამიტომ ამ ოფისში ყოველთვის იქნება ახალგაზრდების მრავლობა, იმიტომ, რომ რაც შეიძლება ბევრი ახალგაზრდა ნელ-ნელა უნდა შემოვიყვანოთ პოლიტიკაში და რაც მთავარია საუკეთესო სახეები ხაშურის მერად, მაჟორიტარებად და სიებში.
ეს თქვენი გადასაწყვეტია.ერთი ადამიანი არ იქნება, რომელსაც მიგითითებთ ეს უნდა იყოს, , მე ამას არ ვიზამ, მთავარია, რომ ადამიანებს ვუთხრათ სიმართლე, არსად არ გვეჩქარება – არ დავკარგოთ ღირსება და კეთილსინდისიერი, პროფესიონალები ამოვარჩიოთ.
ხაშურს დღეს, განსაკუთრებით რაც ეს შემოვლითი გზა გაკეთდება, აქვს ძალიან სერიოზული ტურისტული პოტენციალი.
იმიტომ, რომ ხაშური თბილისთან ახლოს არის და ხაშურში არის შესაძლებლობა სოფლის მეურნეობის და ტურიზმის ერთად განვითარების, ისევე როგორც ინდუსტრიული საწარმოების გაკეთების – აქ ამის ადამიანური რესურსიც არის, სამუშაო ძალაც არის და ბევრი რამე.
მე რაც არ უნდა დაგპირდეთ, მე ძალიან კარგად ვიცი რამდენჯერ არის ნათქვამი წყლის და გზის პრობლემა ხაშურში, რამდენჯერ არის ნათქვამი, ადამიანების დიდი რაოდენობა, რომლებიც ხაშურიდან გარბის საზღვარგარეთ სამუშაოდ.
ერთი რამ მინდა იცოდეთ, ვინც რაც არ უნდა დაგპირდეთ, სანამ ძლიერ სახელმწიფოს არ ავაშენებთ, სადაც კანონი კანონობს ყველასთვის ერთნაირად, ეს ყველაფერი იქნება ფუჭი დაპირება და ტყუილები”. – განაცხადა გიორგი გახარიამ.