თხის რძე უსასყიდლოდ – შეთავაზება სოფელს ლაშელი ფერმერისგან.
„ჩემო მეგობრებო! ყოველ დილით შეგვიძლია ავტომატური საწველი აპარატით მოვწველოთ ჩვენი თხები. 30 ლიტრი რძე გარანტირებულია ყოველ დილით. მინდა ყველა მსურველს გავუნაწილო უსასყიდლოდ! ყოველ დღე თუ შეგროვდება 5 ადამიანი, მოწველის პროცესს დასჭირდება 1 საათი. ყველა, თითოეული ოჯახში წაიღებს 5 ლიტრ თხის რძეს. ეს ღმერთის საჩუქარია. დიდება უფალს!!! გელით ყველას“. – წერს დემური კალანდაძე საკუთარ ფეისბუკ გვერდზე.
დემური კალანდაძეს მეორე წელია ხარაგაულის სოფელ ლაშეში თხების ფერმა აქვს. დღეის მდგომარეობით მას 170 დედა თხა ყავს. იმედი აქვს ზაფხულზე მათი რაოდენობა 300 მდე გაიზრდება! აწარმოებს ნატურალურ ნადუღს და ყველს.
დემურიმ თხების ფერმა საკუთარი დანაზოგით გააკეთა.