LIVE TV
პარასკევი, ნოემბერი 14, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

„ეს ფაქტი როგორც სანიოლის, ისე მთელი ქვეყნის შეშფოთებას იწვევს“ – AS-ის სტატია კვარაზე და საქართველოზე

დაპოსტა 2025/10/07-ში
588
ნახვა
გაზიარება

11 ოქტომბერს, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-3 ტურში, სტუმრად ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ვილი სანიოლის გუნდი დღეს, ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში არასრული შემადგენლობით შეიკრიბა და უახლოესი მატჩისთვის მზადება დაიწყო.

საქართველოს ნაკრები ადგილობრივი გავლენიანი გამოცემა AS-ის ყურადღების ცენტრში მოექცა და სააგენტომ ჩვენს გუნდს სპეციალური სტატიაც მიუძღვნა, განსაკუთრებული ყურადღება კი ხვიჩა კვარაცხელიასა და მისი ფიზიკური ფორმის შესახებ გამახვილდა.

რას წერს AS საქართველოზე:

„ორშაბათს, საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან მატჩისთვის მოსამზადებლად ალიკანტეში ივარჯიშა. ვილი სანიოლის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის E ჯგუფში ამჟამად მეორე ადგილზეა, თუმცა მათ ამ პოზიციის გასამყარებლად და პლეი-ოფში გასვლის შანსის მისაღებად რაღაც განსაკუთრებული სჭირდებათ, რადგან წინა პაუზაზე, ორ საშინაო მატჩში არაერთგვაროვანი შედეგი დააფიქსირა – თურქეთთან 2:3 დამარცხდნენ და ბულგარეთთან 3:0 გაიმარჯვეს.“

„გერმანიაში, გასაკვირად კარგად ჩატარებული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, სადაც სანიოლის გუნდი მერვედფინალში გავიდა და გათამაშებას ესპანეთთან გამოეთიშა, ახლა ეს გუნდი დაცვაში გადახალისებას გადის. ძველ თაობას ახალი თაობა ანაცვლებს, თუმცა ამ პოზიციაზე გუნდს ერთ-ერთი ცენტრალური მოთამაშე და „ნიურნბერგის“ მცველი, ლუკა ლოჩოშვილი ვერ დაეხმარება, რომელსაც დისკვალიფიკაცია აქვს.“

„თუმცა, რაც სანიოლს და მთელ საქართველოს აშფოთებს, მათი ვარსკვლავის, პსჟ-ის ვინგერის, ხვიჩა კვარაცხელიას ფიზიკური მდგომარეობაა. კვარა ბოლო კვირის განმავლობაში ტრავმირებული იყო და ჩემპიონთა ლიგაზე, „ბარსელონასთან“ მოგებულ მატჩსა და ლიგა 1-ის ბოლო ტურში, „ლილთან“ ფრედ დასრულებულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.“

„მიუხედავად იმისა, რომ პარიზში მისი გამოძახების გამო გარკვეული უკმაყოფილება გამოხატეს, ის საქართველოს ნაკრებში მაინც გაივლის სამედიცინო შემოწმებას და მოსალოდნელია, რომ შეკრების ბოლომდე გუნდთან ერთად დარჩება. ეს ჩანს იმ ფოტოებზე, რომელიც მისი ქვეყნის ფედერაციამ შეკრების დაწყების დროს გაავრცელა.“

„კვარაცხელიას ფიზიკური მდგომარეობა კვლავ საიდუმლოდ რჩება. სანიოლი მალე გაარკვევს, შეძლებს თუ არა მის გამოყენებას სასტარტო შემადგენლობიდან, ან სულ მცირე სათადარიგოთა სკამიდან რამდენიმე წუთით. ნებისმიერ შემთხვევაში, ალიკანტეში ვარჯიშის პერიოდში, ვილი მის რაც შეიძლება მალე გაძლიერებას ეცდება და გამოსაჯანმრთელებლად ყველაფერს გააკეთებს, რადგან ხვიჩა „ვილიარეალის“ თავდამსხმელ მიქაუტაძესთან ერთად, ქართული გუნდის შეტევითი ხაზის ლიდერია.“

ცნობისთვის, საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების დაპირისპირება 11 ოქტომბერს, ელჩეში, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

გაზიარება235

დაკავშირებული -პოსტები

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული 64 პირიდან ბრალის დადგენილება 63 დემონსტრანტს უზუსტდება

ნოემბერი 13, 2025
23
მთავარი

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 4 ოქტომბერს, სტრატეგიული ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდების ფაქტებზე, ბრალდებული...

დაწვრილებითDetails

სამხედრო ვალდებულების მოხდა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ჩარიცხვისთვის აუცილებელი წინაპირობა აღარ იქნება

ნოემბერი 13, 2025
283
მთავარი

სამხედრო ვალდებულების მოხდა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ჩარიცხვისთვის აუცილებელი წინაპირობა აღარ იქნება. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა. „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონი ადგენს, თუ ვინ განეკუთვნება საკონტრაქტო-პროფესიულ...

დაწვრილებითDetails

” ამჯერად ციხე მთლიანად გავსებული დამხვდა”- საალაშვილი

ნოემბერი 13, 2025
50
მთავარი

ბევრად მეტი ბადრაგი დამყვება ვიდრე ადრე, ეტყობა ეშინიათ, სხვები არ შემოვიერთო საკნიდან და რევოლუცია არ მოვაწყო, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილშია ნათქვამი, რომელიც მის სოციალურ ქსელში ვრცელდება. როგორც სააკაშვილი...

დაწვრილებითDetails

ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა

ნოემბერი 13, 2025
34
მთავარი

ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით კურტანიძემ გამოაცხადა. მოსამართლემ ამ გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა,...

დაწვრილებითDetails

გამოქვეყნდა დოლარის და ევროს განახლებული კურსი

ნოემბერი 13, 2025
36
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7091 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7059 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0032...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ნოემბერი 13, 2025
436
მთავარი

2025 წლის 4 ოქტომბერს, თბილისში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, სტრატეგიული ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების...

დაწვრილებითDetails

3 ცვალებადი ზოდიაქოს ნიშანი, რომელთაც განსაკუთრებული ბედი აქვთ

ნოემბერი 13, 2025
89
მთავარი

ტყუპები — სამყაროს მარადიული მოსწავლეები ტყუპები ისე ცხოვრობენ, თითქოს ყოველი დილა ახალი ფურცლიდან იწყება. მათი სტიქია — ჰაერია, მისია კი — ცოდნისა და ურთიერთობების გაცვლა. ისინი სწრაფად ერგებიან გარემოებებს, პოულობენ...

დაწვრილებითDetails

სესხის გამცემი 26 000 ლარით დააჯარიმეს

ნოემბერი 13, 2025
430
ეკონომიკა

სესხის გამცემი სუბიექტი შპს „ბინობი“ ჯამში 26 000 ლარით დაჯარიმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, შემოწმების პროცესში საფინანსოს 3 დარღვევა დაუდგინდა, რის გამოც შესაბამისი ფულადი სანქცია დაეკისრა....

დაწვრილებითDetails

თურქული სამხედრო თვითმფრინავის ეკიპაჟის ოცივე წევრის ცხედარი ნაპოვნია – შს მინისტრი

ნოემბერი 13, 2025
34
მთავარი

შსს-ს ინფორმაციით, საქართველოსა და თურქეთის შესაბამისი სამსახურების მიერ, სამდღიან უწყვეტ რეჟიმში ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბორტზე მყოფი ოცივე პირის ცხედარი...

დაწვრილებითDetails

რატომ დამაბრუნეს ჯალათებთან? ჩემი მომხრეების დაშინება უნდათ და ამასთან, ეს გზავნილია დასავლეთისთვის – მიხეილ სააკაშვილი

ნოემბერი 13, 2025
25
მთავარი

ივანიშვილი ყოველ დილას აკვიატებული ფიქრით იწყებს, აბა, დღეს ვის რა ვავნო - ანადგურებენ საქართველოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას და მანადგურებენ მეც,- ამის შესახებ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერილში წერს, რომელიც რუსთავის მე-12 პენიტენციურ...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».