დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდაფეთქების კერები გამოწვეულია დიდი თავშეყრებით.
“წვეულებები, გამოსაშვები საღამოები, ქორწილები, ქელეხები თუ სხვა, არის ყველაზე დიდი მიზეზი ეპიდემიის გავრცელების.
ჩვენ ყველას ვეუბნებით, რომ მხოლოდ ორჯერ აცრილი ადამიანები უნდა იყვნენ მიწვეული ღონისძიებებზე და ეს უნდა შემოვიდეს წესად.
ნებისმიერ თავშეყრაზე უნდა მივიდეს მხოლოდ ორჯერ აცრილი ადამიანი და არ მივიდეს, თუ ის ორჯერ აცრილი არ არის, მაგრამ დაპატიჟებულია. ან თუ მივა, წინასწარ გაიტესტოს. ეს კულტურის წესად უნდა იქცეს,” – აცხადებს ამირან გამყრელიძე.