”ეს სარეჯგველად არ გადაიქცეს” – პარტია ”თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელს გოგი წულაიას დროშის დგარის სიმყარეში, რომელის ნიკეას ქუჩაზეა მოწყობილი, ეჭვი შეაქვს. მისი თქმით ხელისუფლება ფულს უაზროდ ხარჯავს, მაშინ როდესაც ათობით ადამიანი შიმშილობს:
”არ ვიცი გეოლოგიურად გამოიკვლიეს თუ არა, მშენებლობის მერე მიწამ დაიწყო დაწევა, ეს არის უკვე ხუთჯერ ამოვსებული და მე არ ვიცი მიზეზები, მე არ ვარ გეოლოგი და ამ დარგის სპეციალისტი, მაგრამ თუ ეს არ შეჩერდა, ყოველ წუთას დაიწია და წვიმამ გაჟონა, ერთი დღე იქნება სარეჯგველასავით გახდება და მსხვერპლი არ მოჰყვეს რამე, ამას ვჯავრობ. თხუთმეტჯერ ჰქონდათ დროშის დაკიდების მცდელიბა და არ გამოუვიდათ, გაფუჭდა და მოხსნილი აქვთ, ცუდი გამოდგა და აი ასეთ სისულეებში ხარჯას ხელისუფლება ფულს და რა უნდა ელაპარაკო, როცა ათობით ადამიანი იქნება მშიერი ახლა აქვე, გარადოკის დასახლებაში” – განაცხადა პარტია ”თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ.
https://www.facebook.com/167521726645774/posts/3330630293668219/