რესპუბლიკური საავადმყოფოს ფინანსური დირექტორი ირაკლი გვაზავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იმ მდგომარეობას აღწერს, რაც რეანიმაციაშია.
მისი თქმით, სამედიცინო პერსონალის მცდელობის მიუხედავად, ძალიან ბევრი ადამიანი სიკვდილთან ბრძოლაში მარცხდება.
“ეს რესპის რეანიმაციაა. ყველა აუცრელი პაციენტია.
ყოველდღე, 75 ადამიანი ებრძვის სიკვდილს ამ დარბაზებში.
საუბედუროდ აქ, ხშირ Შემთხვევაში, Ჩვენი ექიმების უზარმაზარი მცდელობის მიუხედავად, Ძალიან ბევრი ადამიანი მარცხდება, კოვიდის გამო სიკვდილთან.
ეს არის რეალობა.
ყოველ წუთში, რესპში ამ დარბაზებსა და სხვა, 300 მდე Თერაპიულ საწოლზე (ლამის რეანიმაციად ქცეულ საწოლზე), იხარჯება 8 000 ლიტრი Ჟანგბადი. რაც Ძალიან, Ძალიან ბევრია.
დღეს არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ნათელია, რომ ხვალ კიდევ უფრო მეტი დაგვჭირდება. კიდევ უფრო მეტ ადამიანს მოუწევს სიკვდილთან ბრძოლა. კიდევ უფრო მეტ მარცხს ვიწვნევთ ამ ვერაგ დაავადებასთან – თუ არ ავიცრებით! თუ არ დავიცავთ დისტანციას! თუ გავაგრძელებთ 200 და მეტ კაციან ქორწილებსა და დღეობებს.
გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!
P.S. ყველა რეანიმაციული საწოლი (და არამარტო რეანიმაციული) აღჭურვილია უახლესი აპარატურით და დაკომპლექტებულია უნიჭიერესი, მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმებითა და ექთნებით, დამხმარე პერსონალის ჩათვლით”, – წერს ირაკლი გვაზავა სოციალურ ქსელში