“ვიფიქრე აღარ დავწერთქო, მიჭირს ტელეფონში დიდ ხანს კაკუნი, მაგრამ იქნებ ვიღაცას როგორ წაადგეს. უფრო მომზადებული შეხვდება ყოველ მომდევნო დღეს,
თუ კოვიდთან მოუწევს ბრძოლა.” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “რუსთავი2-“ის ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე წერს, რომელსაც ვირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა.
ბევრი ადამიანი მწერს, რომ ელოდება ამ კოვიდ დღიურებს, ამიტომ:
#კოვიდდადებითი დღე 5
გუშინ ღამე პირველად რაც აქ ვარ სიცხე მქონდა, კარგად დამაგდო. ცოტა სურდოც დაემატა, ხველა და ვიფიქრე – აი, მორჩა დაიწყოთქო…
რა სიგიჟეა – ვწევარ არ ვინძრევი და სიმპტომები თავისით ემატება. მაგრამ დღეს დილით არც სიცხე მაქვს და თავსაც ისევ ჩვეულებრივად ვგრძნობ.
მარტო ვახველებ და ისევ ვსუნთქავ ინჰალატორიდან. გემოს მიყვა ყნოსვა, ვერაფერს ვგრძნობ. სუმანოს ვისხამ ხელზე და თოთქოს წყალია. არა და ცხვირით ჩვეულებრივად ვსუნთქავ -perfect sense-ის პერსონაჟივით ვარ.ვიღაცეები წერენ თურმე რომ კორონა არ არსებობს და მე ფული ავიღე აქ მოხვედრაში, გულრწფელად რომ გითხრათ, ეგრე მერჩივნა, მაგრამ არაა. ამიტომ სისულელეების ფრქვევას, უბრალოდ პირბადე ატარეთ – ასე ჯობია. მე მეცინება, დედაჩემი და ჩემი და
კი ნერვიულობენ ამ კომენტარებზე – შემომთავაზეს გავლანძღავთ იმ ხალხსო ?? ვუთხარი, რომ იმათ თავიანთი გაჭირვებიათ და დავიკიდეთ. მარტო ერთს ვუსურვე აქ მოხვედრა, წერდა არც გამოსულა იმ ბოქსირებულიდანო… ?ეს თითო შეშლილი რა მოსატანია იმ ჯადოქრობასთან რაც ჩემს თავს ხდება და კორონაზე ბევრად, ბევრად მნიშვნელოვანია. მინდა მოგიყვეთ თ ა ნ ა დ გ ო მ ა ზ ე:
თუ გგონიათ რომ რომელიმე მესიჯი არ მინახავს იმ ათასობით
გზავნილიდან, რაც მომდის ყველა ქსელში, ცდებით… თუ გგონიათ რომ კომენტარები გამომრჩა ასევე ცდებით. ყველაფერს ვკითხულობ, ვერ ვპასუხობ უბრალოდ ჯერ. – თითქოს ხომ მარტივად ბანალურია ‘გისურვებ გამოჯანმრთელებას’?! არა, ხალხო, ა რ ა ! სრულიად ჯადოსნურია. ისეთი სიძლიაერის ტალღამ გადამიარა ამ ზარების, მესიჯების, სურვილების, უცნობი ადამიანების წერილების, აქ ფანჯრებთან მოსვლა-გამხნევების, რომ რა კორონა?! ვინც მიცნობს იცის – სენტიმენტებში მიჭირს, მაგრამ უნდა იცოდეთ რომ რაღაც ზებუნებრივს ქმნით ყველა ერთად. ეს რა ყოფილა, მადლობა კორონასსხვა ყველაფერი ძველებურადაა, მეტიც ზუსტად ისევ ისე. აქ შემოსულ გადაფუთულ ექიმებს მხოლოდ სიმაღლით ვარჩევ, დღეში ერთხელ შემოდიან და ფარის მიღმა ამოკეტილები გვესაუბრებიან შორიდან. გუშინდელს გავარჩიე თვალზე ლაინერი ესვა და ისეთი შორეული იყო… სხვა სამყაროში ისვამენ ქალები ლაინერებს. წეღან ერთი წამით დერეფანში გავიხედე, სადაც გასვლის უფლება ცხადია არ გვაქვს და იმხელა მეჩვენა! დავუბრუნდი ჩემს კუთვნის ოთხ კვადრატს.
მედდა ლალი ისევ ქარიშხალივითაა, 25 დღე უნდა გადავაბაო, ვერ ვათქმევინეთ რას სვამს ასეთს?. 19 კოვიდ-19იანი ყოფილა ჩვენს სართულზე, ერთი მძიმეა. დანარჩენები მდუმარედ ვგულშემატკივრობთ იმ ერთს.
კირამ გუშინ მკითხა – ათზე მოხვალო? არათქო… აბაო? პასუხი არ მქონდა.” – წერს ჟურნალისტი თეო ცხომელიძე თავის ფეისბუკზე.
ასევე დაგაინტერესბთ: