მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადების შემდეგ ოჯახის ადვოკატი, გარდაცვლილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ ოჯახს ამ ეტაპზე გამოძიებასთან ან სასამართლოს გადაწყვეტილებასთან პრეტენზია არ აქვს.
“რა თქმა უნდა, განაჩენი არის სრულიად ობიექტური. ეს იყო ზუსტი, იდენტური ასახვა ჩადენილი დანაშაულისა, დამნაშავე პიროვნებების, მათი დამოკიდებულებისა მომხდარ ფაქტთან. საბოლოო ჯამში ეს აისახა სწორ სასჯელში…
არანაირი პრეტენზია, რაც იყო ის მიუსაჯეს, 17-ს ვერ მიუსჯიდნენ. ბუნებრივია ეს იყო მაქსიმუმი რაც შეიძლება მიესაჯათ. ამ პირობებში რეალურად ასე გამოვიდა”, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე განაჩენი ცნობილია.
მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარისა და ამ საქმის განმხილველი მოსამართლის ბიძინა სტურუას გადაწყვეტილებით, ბრალდებულ არჩილ გაგნიძეს 16 წელი მიესაჯა, ნიკოზ რევაზიშვილს – 16 წელი, ვახტანგ ჩიქოვანს – 16 წელი.
კიდევ ორი, არასრულწლოვანი ბრალდებულების განაჩენი კი 16 მარტს გამოცხადდება.
განაჩენის გამოცხადებას გიორგი შაქარაშვილის დედა და მისი მეგობრებიც დაესწრნენ