შეცვლის, თუ არა რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები “ღირსების მარშის” გამართვას. დღეს “თბილისი პრაიდის” კვირეულის ბოლო დღეა, თუმცა რადიკალური ჯგუფების მიერ ძალადობრივი ქმედებების გამო შესაძლოა “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებმა დღის წესრიგში გარკვეული ცვლილებები შეცვალონ, თუმცა ისინი მარშის დღეს გამართვაზე უარის თქმას არ აპირებენ.
ორგანიზატორების თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან კონსულტაციები გრძელდება.
“ძალიან სამწუხაროა რაც გარეთ ხდება, მაგრამ ეს ვერ შეცვლის ჩვენ გეგმებს. პრაიდი აუცილებლად დაიხურება მარშით. ეს ადამიანები წლების განმავლობაში მუდმივად ჩაგრვას განიცდიან, ბატონ ღარიბაშვილს საერთოდ ნამუსი დაუკარგავს, როცა იძახის, რომ ამ ადამიანების უფლებები საერთოდ არ ირღვევა, ისინი კარგად ცხოვრობენ, არა ეს ასე არ არის! ყველას გვყავს სანაცნობოში, სანათესაოში ადამიანი ამ თემის წევრი რომელიც განიცდის შევიწროებას, მათი უფლებები მუდმივად ირღვევა და მათი უფლებები, რომ აღარ ირღვეოდეს, ეს უნდა შედგეს როგორც ტრადიცია და ტრადიცია უნდა დავამკვიდროთ, რომ ამ ქვეყანაში ადამიანები არ დაიყოფიან რელიგიური, თუ სხვადასხვა ნიშნებით, მათ შორის სექსუალური ორიენტაციის გამო და მათი კონსტიტუციური უფლებები იქნება დაცული,”- აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი.
გეგმის მიხედვით, “გამოდი სოლიდარობისთვის – ასეთია სლოგანი. მსვლელობა 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე უნდა დაიწყოს და დედაენის ბაღთან დასრულდეს.