“ეს ახალგაზრდა წაგვართვა დღეს რუსეთმა და ჩვენმა დუმილმა!
ბოდიში ამ და სხვა ადამიანებს იმისთვის ,რომ ვერ დავიცავით.
ვუსამძიმრებთ ოჯახს და სრულიად საქართველოს” – წერს სოციალურ ქსელში გვერდი “აფხაზური ამბები.
“საქართველოს მთავრობამ მიატოვა აფხაზეთში მყოფი ქართველები.
ეს ახალგაზდა შეეწირა აფხაზეთის ეგრედ წოდებული საზღვრის ჩაკეტვას,როცა ტყით დააპირა გადმოსვლა საქართველოში ის ადიდებულ მდინარე ენგურმა გაიტაცა და დაიხრჩო.
რამდენი ახალგაზდრა და მოხუცი უნდა შეიწიროს ამ უაზრო საზღვრის ჩაკეტვას?!
ეს ხომ მთლად ახალგაზრდაა ბედის ანაბარად არიან მიტოვებულნი საქართველოს მხრიდან ქართველი აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობა.” – წერს მომხმარებელი სოციალურ ქსელში.