LIVE TV
სამშაბათი, დეკემბერი 16, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ეს არის ხილული რეზულტატი საქართველოში ნაქადაგები ფსევდოქრისტიანობის – ლაშა დეისაძე-შარვაშიძე

დაპოსტა 2021/07/05-ში
71
ნახვა
გაზიარება
“ძალიან სამწუხარო და უკიდურესად შემაშფოთებელია, როგორც სახელმწიფოებრივი შეფასებით, ისე ქრისტიანული აღქმით ძალადობა, ცემა და უკანონობა, რაც დღეს საქართველოში დატრიალდა.
რასაკვირველია, ეს იყო მოსალოდნელი და ამას საჯაროდ თუ პირად საუბრებში პროგნოზირებდნენ საღად მოაზროვნე პიროვნებები.
ეს დიდი ალბათობით იცოდნენ (ან უეჭველად უნდა სცოდნოდათ) მათ, ვინც ქვეყანაში ადამიანებისადმი მასობრივი მოწოდება მოახდინეს ქუჩაში გამოსვლაზე.
რა თქმა უნდა, ქრისტიანული რწმენისა და მორალიდან გამომდინარე, ყოველ ქრისტიანს აქვს უფლება, რომ თავისი რწმენისათვის მიუღებელი საჯარო ქმედებები ასევე საჯაროდ გააპროტესტოს, თუმცა, მხოლოდ მშვიდობიანად და ლოცვით და არცერთ შემთხვევაში სხვა ფორმით. ის, რაც დღეს მოხდა, ამას არაფერი აქვს ქრისტიანობასა და მის წმიდა სამოციქულო ეკლესიასთან, არამედ, თავად ქრისტიანობასა და ეკლესიას მიაყენეს დღეს შეურაცხყოფა მათ, ვინც ადამიანები სცემეს და სხვა ფორმით იძალადეს.
ეს არის ხილული რეზულტატი საქართველოში უკანასკნელი ოცდაათი წლის მანძილზე ნაქადაგები ფსევდოქრისტიანობის, ფსევდოეკლესიურობის, რომელიც მთლიანად დაცლილია ქრისტიანობისა და საეკლესიო სწავლებათა რეალური გააზრებისგან და ეს მოსაზრება სამწუხაროდ ფაქტებით გამყარებულია.
გარდა ამისა, საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ქვეყნის კონსტიტუციას დღეს მიადგა უდიდესი დარტყმა და ამის წამხალისებლები, სამწუხაროდ, ზედა ეშელონებში არიან. ეს არ არის გზა არც ქრისტიანობისაკენ და არც სახელმწიფოებრიობისკენ, არამედ ეს არის გზა სრული დასასრულისაკენ, რომელიც ამ ქვეყნის სახელმწიფოებრივად და ჯანსაღად მოაზროვნე საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას!
დღეს კიდევ მწვავედ გამოჩნდა, რომ ჩვენი ქვეყანა უდიდესი გამოწვევების წინაშეა და გზა ამ გამოწვევების დაძლევისთვის იმაზე გრძელი და რთულია, ვიდრე ხილულად დღემდე სჩანდა, თუმცა არა დაუძლეველი და მჯერა, რომ საქართველო აუცილებლად გავა თავისი სახელმწიფოებრიობის სამშვიდობოზე, სადაც ქრისტიანობისა და საეკლესიო სწავლებების რეალური, ჯანსაღი და ფანატიზმისგან სრულიად დაცლილი აღქმა თავის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.” – წერს ლაშა დეისაძე-შარვაშიძე სოცუიალურ ქსელში.
გაზიარება28

დაკავშირებული -პოსტები

არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა

დეკემბერი 15, 2025
74
მთავარი

არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა. შესაბამის ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს სოციალურ ქსელში. საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ბრძანებაში, რომელიც პატრიარქის ხელმოწერით ვრცელდება, ნათქვამია, რომ არქიმანდრიტ დოროთეს მღვდელმოქმედების უფლება საეკლესიო კანონიკური ეთიკის...

დაწვრილებითDetails

დეკემბერი 15, 2025
9
მთავარი

„საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ოფიციალურად გაიხსნა ქუთაისში — ამჯერად არა როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ), არამედ როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია. ცენტრის ხელმძღვანელი მარიკა ვაჭარაძეა, რომელიც მანამდე მუშაობდა საგარეო...

დაწვრილებითDetails

მარტივი რიტუალი, რომ ახალი წლის ღამით საბედო დაგესიზმროთ

დეკემბერი 15, 2025
31
მთავარი

ასტროლოგი ახალ წლის ღამეს შესასრულებელ მარტივ რიტუალს გვიზიარებს, რომელიც, ადამიანს დაეხმარება მომავალი ცხოვრების თანამგზავრის დასიზმრებაში. რიტუალი ასეთია: საჭიროა ნებისმიერი ბეჭდის გაკეთება მარჯვენა ხელის არათითზე, იმ თითზე, რომელზეც ქორწინების ბეჭედს ატარებენ....

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

დეკემბერი 15, 2025
176
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა,...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომელთა ცხოვრება 2026 წელს სუფთა ფურცლიდან დაიწყება

დეკემბერი 15, 2025
82
მთავარი

წითელი ცეცხლოვანი ცხენის წელი არაერთ სიახლესა და ცვლილებას გვპირდება. ბევრი ადამიანისათვის ეს წარსულის საბოლოოდ ჩამოშორებისა და ყველაფრის თავიდან დაწყების პერიოდი იქნება, ზოგიერთს კი მოუწევს, სხვადასხვა გამოცდა გადალახოს და პიროვნულ განვითარებაზე...

დაწვრილებითDetails

თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ყაზახეთის ახალი მიმართულება დაემატა

დეკემბერი 15, 2025
14
მთავარი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიამ Scat Airlines ყაზახეთის ქალაქ შიმქენთიდან პირველი მგზავრები ჩამოიყვანა. აღნიშნული მიმართულებით ავიარეისები რეგულარული იქნება და კვირაში ორჯერ - ყოველ ორშაბათსა და პარასკევს შესრულდება. 15 დეკემბერს, შიმქენთი-თბილისი-შიმქენთის საჰაერო...

დაწვრილებითDetails

“ფინანსური სარგებელი” – როგორი იქნება 15-21 დეკემბრის კვირა ზოდიაქოს ნიშნებისთვის

დეკემბერი 15, 2025
59
მთავარი

კვირა მზისა და სატურნის დაძაბული კვადრატურით დაიწყება. ეს პერიოდი, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული დაბრკოლებებით ხასიათდება, წარმატებას მოუტანს იმ ადამიანებს, რომლებსაც პასუხისმგებლობების აღების არ ეშინიათ და საკუთარ მიზნებს ნაბიჯ-ნაბიჯ, გააზრებულად მიჰყვებიან....

დაწვრილებითDetails

განახლებული ვალუტის კურსი 16 დეკემბრისთვის

დეკემბერი 15, 2025
42
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6981 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6985 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004...

დაწვრილებითDetails

” საქართველო მკაცრად გმობს სიდნეიში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას” – მიხეილ ყაველაშვილი

დეკემბერი 15, 2025
28
მთავარი

მიხეილ ყაველაშვილმა სიდნეიში, ბონდის სანაპიროზე მომხდარი სროლა დაგმო, რომელსაც უკანასკნელი ინფორმაციით, 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მან ხანუქას დღესასწაულზე მომხდარ სროლას ტერორისტული თავდასხმა უწოდა და მსხვერპლთა ოჯახების მიმართ თანაგრძნობა გამოხატა. „საქართველო მკაცრად გმობს...

დაწვრილებითDetails

ავარია ზუგდიდი-ანაკლიის მაგისტრალზე

დეკემბერი 15, 2025
512
მთავარი

ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდი-ანაკლიის ცენტრალურ მაგისტრალზე -  სოფელ ახალკახათთან მანქანა გზიდან გადავიდა და ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა გოგოა დაშავებული. "პირელების" ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».