ეს არის მოსახლეობის სულში ჩაფურთხება – ასე ეხმიანებიან ბალდის კანიონის გადარჩენისთვის ჯგუფის წევრები მარტივლში, მუზეუმში დაანონსებულ შეხვედრას, სადაც ბალდის კანიონის პროექტის განხილვაა დაგეგმილი.
როგორც მარტვილის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმცაშია ნათქვამი შეხევდრა ბალდის მოსახლეობასთან გაიმართება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ბალდის კანიონის მოწყობის პრეზენტაცია:
“საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, 6 ოქტომბერს, 15:00 საათზე მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაიმართება შეხვედრა სოფელ ბალდას მაცხოვრებლებთან ბალდის კანიონის დაცული ტერიტორიის განვითარების პროექტსა და გეგმებთან დაკავშირებით.
შეხვედრას გახსნის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე. მასთან ერთად, დაესწრებიან დაცული ტერიტორიების სააგენტოს თამჯდომარე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ მოხდება დაცული ტერიტორიის განვითარების პროექტის დეტალური პრეზენტაცია და ინფორმაციის გაცვლა ყველა იმ სიკეთის შესახებ, რომლის მოტანაც შეუძლია ბალდის კანიონის ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობასა და განვითარებას. მოსახლეებს, მოგიწოდებთ სურვილის შემთხვევაში დაესწროთ ღონისძიებას.” – ნათქვამია მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაგეგმილ შეხვედრას ეხმინებიან ბალდის კანიონის შენარჩუნებისთვის ჯგუფის წევრები და აცხადებენ რომ ეს შეურაცხყოფა:
“მორიგი შეურაცხყოფა და უსამართლობა დაცული ტერიტორიების სააგენტოსგან, ახლა უკვე მარტვილის მერიის მონაწილეობით.
5 ოქტომბერს, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ხვალ, 6 ოქტომბერს, 15:00 საათზე მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაიმართება შეხვედრა სოფელ ბალდის მაცხოვრებლებთან, სადაც იქნება პროექტის პრეზენტაცია და ისაუბრებენ იმ “სიკეთეებზე” რასაც ეს პროექტი მოიტანს. სასაცილოა!
ეს არის მოსახლეობის სულში ჩაფურთხება, აფერისტობა და სითავხედე, უნდა გველაპარაკონ პროექტის სიკეთეებზე, მორიგი ტვინის რეცხვა, რომ როგორმე გაამართლონ თავიანთი უკანონო მოქმედება
შეხვედრას მართავენ ვითომ ჩვენთან, მაგრამ რეალურად დარბაზს ავსებენ თავისი მხარდამჭერებით, ამიტომ არ დათანხმდნენ შეხვედრას ბალდაში და იკრიბებიან მარტვილში, სადაც სხვადასხვა სოფლებიდან მოიყვანენ ადამიანებს, ეცდებიან წარმოაჩინონ, თითოქს პროექტს მომხრეები ჰყავს.
ვითომ “ბალდის მოსახლეობასთან” დანიშნული შეხვედრის შესახებ გვატყობინებენ წინა დღეს, რათა სოფლის მოსახლეობამ შეხვედრაზე დასწრების ორგანიზება ვერ მოასწროს და საკუთარი პროტესტის გამოთქმა ვერ შეძლოს, აქაც არღვევენ ყველანაირ ნორმას
აქცენტი გადააქვთ პროექტის განხილვაზე, არადა მთავარი დარღვევები მის საწყისებშია.
40 წლით მოსახლეობის დაუკითხავად გაასხვისეს ჩვენი ტერიტორია, ესაა პრობლემა და ამაზე პასუხები არა აქვთ, არც კი უშვებენ ამ საკითხის განხილვას.
ფეხებზე დაიკიდეს ყველა კანონი, კონსტიტუცია, საერთაშორისო კონვენციები, დაცული ტერიტორიის პრინციპები, დემოკრატია, აბსოლუტურად ყველა ღირებულება.
ახლა რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ პროექტზე, ყველაფერი უკვე ტყუილზე და სოფლის შეურაცხყოფაზე დგას
აყალბებენ პროცესს, ცდილობენ რომ “პროექტის პრეზენტაცია” მოგვაჩვენოს იმ შინაარსობრივ საუბრად, რომელსაც ბალდის მოსახლეობა ორ თვეზე მეტია უშედეგოდ ვითხოვთ და სამწუხაროდ, არც ხვალ შესრულდება.
ორ თვეზე მეტია, უწყვეტი და მშვიდობიანი პროტესტის გზით, სხვადასხვა ფორმით: მიმართვებით, ხელმოწერებით, აქციებით, ვითხოვთ, შეჩერდეს კანიონში სამუშაოები და პროცესი დაუბრუნდეს სამართლებრივ კალაპოტს, დაიწყოს პროექტის შინაარსობრივი განხილვა.
ს ა პ ა ს უ ხ ო დ,
დააჩქარეს სამუშაო პროცესები!
მარტივილის მერია გვიხმობს უკვე მიმდინარე პროექტის პ რ ე ზ ე ნ ტ ა ც ი ა ზ ე, თითქოს ჩვენი პროტესტის მიზეზი ისაა, რომ პროექტის რენდერები არ გვინახავს და პროექტს არ ვიცნობთ…
ამ შეხვედრის ფორმატი კიდევ ერთხელ ცხადად აჩვენებს იმ უთანასწორო, შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას, რომლითაც ადგილობრივ მოსახლეობას გვიდგებიან.
მიუხედავად ამისა, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას!
შეწყდეს კანიონის ჩაბეტონება!
#ოდაბადეარიყიდება” – ნათქვამია “ბალდის კანიონის დასაცავად” ჯგუფის მიერ გავრცლეებულ განცხადებაში.
ცნობისთის, დაცული ტერიტორიების სააგენტომ ბალდის კანიონი 40-წლიანი იჯარით გასცა. ტერიტორია უკვე რამდენიმე თვეა შემოსაზღვრულია და სამუშაოები მიმდინარებს. ადგილზე გათვალისწინებულია ტურისტული ატრაქციების მოწყობა. ბალდის კანიონზე კომპანია „კანიონ 350“ სხვადასხვა სამუშაოს ახორციელებს. ტერიტორიაზე შესვლა ფასიანი იქნება. ადგილობრივების ნაწილი ბუნებაში უხეშ ჩარევისა და ტერიტორიის დაბეტოების გამო უკმაყოფილებას გამოთგქვამს. მათი თქმით, მშენებლობა არღვევს ეკოსისტემას, ნებართვა კი გაიცა მათთან განხილვის გარეშე.