როგორც ლევან ვასაძე ამბობს, მას ძვლის ტვინის უიშვიათესი დაავადება დაუდგინდა.
ვასაძე ქიმიოთერაპიის კურსს იტარებს.
“ამჟამად ჩემს დაავადებას ჰქვია AL ტიპის ამილოიდოზი. ის ჩნდება ძვლის ტვინში და იწვევს ტოქსიკური ცილების გამოყოფას, რომლებიც ილექება სხვადასხვა ორგანოში და არის სიცოცხლისთვის სახიფათო.
მე ამჟამად დაზიანებული მაქვს მხოლოდ გული. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი დაავადება მთელს მსოფლიოში.
ამ ტიპის შეძენილი ამილოიდოზი ემართება 1 მილიონ ადამიანში ორ კაცს.
თუ არ ვუმკურნალე გავრცელდება სხვა ორგანოებზე. მკურნალობის პირველი ეტაპი გულისხმობს ქიმიოთერაპიას რამოდენიმე თვეს.
გასულ კვირას უკვე ჩამიტარდა ქიმიოთერაპიის პირველი სეანსი” , -ამბობს ვასაძე.