LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
კარვების გაშლა შეკრების დროს დაშვებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ ამას ექნება არსებითი მნიშვნელობა – ირაკლი კობახიძე

ეს არის არა „მეგობარი აქტი“, არამედ ეს არის „დაუძინებელი მეგობარი აქტი-პრემიერი

დაპოსტა 2024/07/31-ში
A A
12
ნახვა
გაზიარება

როგორიც კი გადმოიდგმება შემხვედრი ნაბიჯები, მაშინვე მოხდება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადახედვა – რაც შეეხება სანქციებს, სწორედ ასეთი ტონი არის კონტრპროდუქტიული, რაც ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება შემხვედრ ნაბიჯად, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქართული მხარე მოლოდინის რეჟიმშია.

„რაც შეეხება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს – ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში. ჩვენ ვართ თავიდან ბოლომდე მზად იმისათვის, რომ მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა. თქვენ იცით, რომ გასული სამი-ოთხი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ამ ურთიერთობებში, შესაბამისად, ურთიერთობებს ესაჭიროება გადატვირთვა. ჩვენ ვართ აბსოლუტურად მზად ამისთვის, მთავარია, რომ ვიხილოთ შემხვედრი ნაბიჯები. როგორიც კი გადმოიდგმება შემხვედრი ნაბიჯები, მაშინვე მოხდება ამ ურთიერთობების გადახედვა. ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში,“ – აღნიშნა კობახიძემ.

კითხვაზე, „მეგობარი აქტი“ იყო თუ არა ნაბიჯი, კობახიძე პასუხობს, რომ ეს სინამდვილეში არის „დაუძინებელი მეგობარი აქტი“, რადგან აღნიშნული დოკუმენტი პირდაპირი ფორმით შანტაჟს შეიცავს.

მისივე განმარტებით, ქართული მხარე სამართლიან, პრაგმატულ და მეგობრულ ნაბიჯებს ელოდება.

„სინამდვილეში თუ ნახავთ ამ აქტის შინაარსს, ეს არის არა „მეგობარი აქტი“, არამედ ეს არის „დაუძინებელი მეგობარი აქტი“. ასე უნდა ერქვას, გამომდინარე იქიდან, რომ ეს აქტი შეიცავს პირდაპირი ფორმით შანტაჟს. თქვენ ეტყობა არ წაგიკითხავთ. არ შეიძლება ამ აქტს დაარქვა „მეგობარი აქტი“ და ამ აქტის მთავარ მიზნად აქციო შანტაჟი. ეს თავისთავად არ არის ის ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას.

ჩვენ ველოდებით სამართლიან, პრაგმატულ და მეგობრულ ნაბიჯებს. რაც შეეხება სანქციებს – სწორედ ასეთი ტონი არის კონტრპროდუქტიული, რაც ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება შემხვედრ ნაბიჯად. ნაცვლად შანტაჟისა, მუქარისა ჩვენ უნდა გვქონდეს ჯანსაღი საუბარი ურთიერთობების გაჯანსაღებასთან, გადატვირთვასთან დაკავშირებით,“ – განაცხადა კობახიძემ.

გარდა ამისა, მან სანქციებთან დაკავშირებით ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „არ არის სწორი შანტაჟის ენით საუბარი, მითუმეტეს, იმ ხელისუფლების მიმართ, რომელმაც ფუნდამენტურად შეიცვალა ის ვითარება, რომელიც ამ ქვეყანაში უცხოეთიდან მხარდაჭერილმა ხელისუფლებამ დაამკვიდრა“.

„რაც შეეხება შანტაჟის ენით საუბარს – ეს არის კონტრპროდუქტიული. მე მინდა ასევე შეგახსენოთ, რომ 2004-212 წლებში, როდესაც საქართველოს ჰქონდა უმძიმესი პრობლემები, როდესაც ქვეყანაში იყო დამკვიდრებული სააკაშვილის „ნაცმოძრაობის“ ავტორიტარული რეჟიმი, როცა პატიმრებს აწამებდნენ, როდესაც სასამართლო თავიდან ბოლომდე დაქვემდებარებული იყო სააკაშვილი-ადეიშვილის კლანს, როდესაც მედიების პირდაპირ მიტაცება ხდებოდა, მაშინ არ უსაუბრია არავის სანქციებზე და პირიქით, მაშინდელი ხელისუფლება ძალიან დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა. კითხვები უნდა დაისვას საზოგადოების მხრიდან. რა თქმა უნდა, არ არის სწორი შანტაჟის ენით საუბარი, მითუმეტეს, იმ ხელისუფლების მიმართ, რომელმაც ფუნდამენტურად შეიცვალა ის ვითარება, რომელიც დაამკვიდრა ამ ქვეყანაში უცხოეთიდან მხარდაჭერილმა ხელისუფლებამ“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო’ბრაიანმა განაცხადა, რომ სანქციების სფეროში ვარიანტებს აქტიურად განიხილავენ.

„აქტიურად განვიხილავთ ვარიანტებს სანქციების სფეროში, უკან დაბრუნების გზა არსებობს – ერთი წლის წინ ვნახეთ არასწორი გზის ნიშნები და მმართველმა პარტიამ კურსი შეცვალა, იმედი მაქვს, ამას კვლავ ვნახავთ,“ – განაცხადა ო’ბრაიენმა.

გაზიარება5

დაკავშირებული -პოსტები

საქართველოსთან მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
ივლისი 20, 2025
0
საქართველოში 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოს საზღვრიდან 26 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. კერძოდ, ინფორმაციის თანახმად, დღეს თბილისის დროით 16:20-ზე მოხდა 4.2(Ml) მაგნიტუდის მიწისძვრა რუსეთში, ინგუშეთში,...

დაწვრილებითDetails

“სიცხეში 8 წლის გოგონას ეზოში ხოხვით აგლეჯინეს ბალახები…” – ძალადობა ახალგორის ბავშვთა სახლში

by მეგა TV
ივლისი 19, 2025
0
“სიცხეში 8 წლის გოგონას ეზოში ხოხვით აგლეჯინეს ბალახები…” – ძალადობა ახალგორის ბავშვთა სახლში
მთავარი

"შუადღის მზეზე ეზოში ხოხვით აგლეჯინეს სარეველა ბალახები, მშიერს აყურებინეს, როგორ ჭამდნენ დირექტორი და სხვა ბავშვები. დაისაჯა იმიტომ, რომ ბავშვმა გამრავლების ტაბულა ვერ ისწავლა", - ოკუპირებული ახალგორის ბავშვთა სახლში 8 წლის...

დაწვრილებითDetails

როგორც ჩანს, ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი არ ჭრის და დამატებითი ზომებია საჭირო – მამუკა მდინარაძე

by მეგა TV
ივლისი 19, 2025
0
მიხეილ სააკაშვილი ერთადერთი არალეგიტიმური პირია ამ არჩევნებზე – მამუკა მდინარაძე
მთავარი

შარშან გვეუბნებოდნენ, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე უარი თქვენ თქვითო და პროტესტს ამით კვებავდნენ. „ირკვევა”, თურმე „ავტორიტარული მმართველობის“ ბრალი ყოფილა და სასწრაფოდ კურსი უნდა შევცვალოთ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე „ფეისბუქზე“...

დაწვრილებითDetails

როგორ უნდა დაიცვათ თავი ზაფხულის მწველი მზისგან

by მეგა TV
ივლისი 19, 2025
0
როგორ უნდა დაიცვათ თავი ზაფხულის მწველი მზისგან
მთავარი

მზით დამწვრობა და ნამზეური მნიშვნელოვნად ზრდის კანის კიბოს განვითარების რისკს, მათ შორის ისეთი აგრესიული ფორმისას, როგორიცაა მელანომა. ასევე მზის ზემოქმედებისგან კანი ადრე ბერდება: ის ნაკლებად ელასტიკური ხდება, ჩნდება ნაოჭები. მაგალითად,...

დაწვრილებითDetails

დაუდგინდა მძიმე პროგრესირებადი დაავადებაა – ქუთაისელ მუსიკოსს საზოგადოების დახმარება სჭირდება

by მეგა TV
ივლისი 19, 2025
0
დაუდგინდა მძიმე პროგრესირებადი დაავადებაა – ქუთაისელ მუსიკოსს საზოგადოების დახმარება სჭირდება
მთავარი

ქუთაისელ მუსიკოსს საზოგადოების დახმარება სჭირდება. გიორგი დალაქიშვილი მძიმე პროგრესირებადი დაავადება დაუდგინდა, მისი გადარჩენის ერთადერთი შანსი საფრანგეთში გადაყვანაა. ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება. "ჩვენს საყვარელ გიოს, იგივე "პუშკინას" , ჩვენს ბავშვობის მეგობარს,...

დაწვრილებითDetails

“არა არჩევნების სიმულაციას” – დღეს ქუთაისში აქცია გაიმართება

by მეგა TV
ივლისი 19, 2025
0
“არა არჩევნების სიმულაციას” – დღეს ქუთაისში აქცია გაიმართება
მთავარი

"არა არჩევნების სიმულაციას" - ამ ლოზუნგით, პროტესტის ჩვეულ ადგილას, ქუთაისის მერიის წინ, 19:00 საათზე, აქცია გაიმართება. მოქალაქეები ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. ქუთაისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში უკვე 233-ე დღეა,...

დაწვრილებითDetails

“6-7 ათასი სტუდენტი დადის სამუშაოდ ქუთაისიდან, როგორ წარმოუდგენიათ შემდეგი წლები”

by მეგა TV
ივლისი 19, 2025
0
3 თვეში ევროპიდან საქართველოს 1000-ზე მეტი მოქალაქე დააბრუნეს
ეკონომიკა

“ჩიპ თრეველის“ დამფუძნებელი ლევან ჭანჭალეიშვილი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების საკითხს ეხმაურება. ლევან ჭანჭალეიშვილი იმ სარგებლის შესახებ საუბრობს, რომელსაც ქუთაისელი სტუდენტები უვიზო მიმოსვლის შედეგად იღებენ. “გერმანიაში ყოველწლიურად 6-7 ათასი სტუდენტი დადის სამუშაოდ...

დაწვრილებითDetails

ემიგრაციაში კიდევ ერთი ქართველი, თინა ბრეგვაძე გარდაიცვალა

by მეგა TV
ივლისი 19, 2025
0
ემიგრაციაში კიდევ ერთი ქართველი, თინა ბრეგვაძე გარდაიცვალა
მთავარი

ემიგრაციაში კიდევ ერთი ქართველი, თინა ბრეგვაძე გარდაიცვალა, ამის შესახებ სოციალურ ქსელში მანანა ტაბატაძე წერს: "მატერას ქართველ ემიგრანტულ საზოგადოებას ძალიან მწარე ამბავი დაატყდა თავს, სამწუხაროდ, ჩვენი თანამემამულე თინა ბრეგვაძე ამ სამყაროს...

დაწვრილებითDetails

ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს – განახლებული ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 19, 2025
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო განახლებული ამინდის პროგნოზს აქვეყნებს. 21-23 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება, ბარში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 38-40, მთაში 34-36 გრადუსს მიაღწიოს. ჰაერის მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში, ავარიის შედეგად დაშავებული მოზარდი გარდაიცვალა

by მეგა TV
ივლისი 19, 2025
0
ქუთაისში, ავარიის შედეგად დაშავებული მოზარდი გარდაიცვალა
მთავარი

15 წლის რომა დგებუაძე გარდაიცვალა. ბიჭს 28 მარტს მანქანა დაეჯახა, რის შემდეგაც დაეწყო ტვინის შეშუპება, თურქეთში რამდენიმე თვიანი მკურნალობის მიუხედავად ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.  

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"