ესპანეთში, ვალენსიის რეგიონის ქალაქ ტორენტში მაშველებმა კიდევ 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილთა რაოდენობა 214-მდე გაიზარდა.
სამაშველო-სამძებრო სამუშობი გრძელდება. ასობით ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. სტიქიის რეგიონში მაშველებთან ერთად 17 500 ჯარისკაცი და სამართალდამცველი მუშაობს.
სტიქიის ზონაში ესპანეთის მეფე ჩავიდა. მონარქს დაზარალებული მოსახლეობა პროტესტით დახვდა.