თბილისში, რევაზ ლაღიძის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. როგორც ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ექიმმა თქვა, მათი დაზიანებები მსუბუქია და ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გახდა.
მისივე განმარტებით, ერთ-ერთ დაშავებულს პირველი ხარისხის დამწვრობა აქვს.