“I GOT MY COVID-19 VACCINE! – ასე სრულდება ეს წინააღდეგიბებით სავსე, უმძიმესი წელი… ალბათ ასე მძაფრად არასდროს მიგრძვნია, ცოდნის და პროგრესის ძალა. რამდენიმე თვეში შექმნილი და კლინიკურ პრაქტიკაში დაშვებული ვაქცინა არის საუკეთესო მაგალითი იმისა თუ რამდენად უსაზღვროა ადამიანის შესაძლებლობები. მხოლოდ ცოდნით და შრომით შეიძლება მოვერიოთ შიშს, სასოწარკვეთას, სიკვდილს…
იმედია მომავალი წელი უფრო მშვიდი და ჯანმრთელი იქნება ყველასთვის.
ეს ვიტოა, საუკეთესო მეგობარი და პროფესიონალი. კოვიდის მძიმე ფორმა აპრილში გადაიტანა. პირველი შვილის დაბადების სიხარული ოჯახთან ფეისთაიმით გაიზიარა იზოლაციაში მყოფმა. ერთ-ერთი პირველი აიცრა დღეს. რაღაც ისტროიულის ნაწილად გრძნობს თავს და ფოტოზეც უსიტყვოდ დამთანხმდა
” – წერს ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი ფეისბუკზე.