ერთ-ერთი ვერსიით, მდინარე ენგურზე გადასვლის მსურველები რუსმა ოკუპანტებმა შეამჩნიეს და მათ დაგეშილი ძაღლები მიუსიეს, რის შემდეგაც ისინი ადიდებულმა წყალმა წაიღო.
ენგურის ხეობაში ამ დრომდე ეძებენ მეოთხე ცხედარს. სამი გარდაცვლილი კი ქუთაისში, ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
სოფელ შამგონას ტერიტორიაზე, ენგურმა საქართველოს მიერ კონტროლირებად მხარეს, ერთი ადამიანის ცხედარი გამორიყა, მოგვიანებით, ოკუპანტების მიერ კონტროლირებად მხარეს კიდევ ორი ქალის.
სამაშველო ჯგუფებმა ისინი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოასვენეს.
ოპოზიცია მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებს და მათ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანიებისთვის 5-დღიანი კარანტინის გაუქმებისკენ მოუწოდებს.
“ქართულ ოცნებაში” კი ამბობენ, რომ კარანტინი არაფერ შუაშია და პრობლემა ოკუპაციაშია.