ავღანეთში რადიკალური მოძრაობა “თალიბანის” წევრებმა ერთი ჟურნალისტი მოკლეს, მეორე კი მძევლად აიყვანეს. ინფორმაციას Khaama Press ავრცელებს.
მისი ცნობით მოკლულია რადიო Paktia Ghag-ის მთავარი რედაქტორი ტუფან ომარი, მას ქაბულში დაესხნენ თავს. მეორე ჟურნალისტი, რადიოსადგურ Boost-ის მთავარი რედაქტორი ჰელმანდის პროვინციაში გაიტაცეს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამჟამად “თალიბანი” ჰელმანდის პროვინციის ყველა რაიონს აკონტროლებს და ამჟამად ბრძოლები პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრის, ქალაქ ლაშქარგაჰი ხელში ჩასაგდებად მიმდინარეობს.