ჭიათურის რაიონის სოფელ ხალიფაურში ხუთმა ნიღბიანმა პირმა პენსუიონერი ცოლ-ქმარი დააყაჩაღა. გავრცელებული ინფორმაციით, მასხარაშვილის ოჯახი თავდამსხმელებს საათნახევრის განმავლობაში ხელფეხშეკრული ჰყავდათ.
წაღებულია 3 ათას ლარამდე ოდენობის თანხა და ძვირადღირებული ნივთები. დაზარალებულების თქმით, მძარცველები, სავარაუდოდ, არასრულწლოვნები იყვნენ. გარდა ამისა, თავდამსხმელებმა, კვალის დაფარვის მიზნით, ადგილზე ალკოჰოლი დაასხეს. დანაშაულისთვის ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.
“დაგვადგნენ თავზე და არ გაინძრეთო, არაფერს არ დაგიშავებთო. ოღონდ არ იხმაუროთო და ფული და ოქრო მოგვეცითო. მე თვითონ ვასწავლე სად მქონდა ფულიც და ოქროც და აიღეს. ერთი დაგვადგა იარაღიანი, დანარჩენებმა შუქები გამორთეს, კარები მიკეტეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენეს”, – იხსენებს დაზარალებული ქალი.
mtavari.tv