ალერგოლოგ-იმუნოლოგი ქეთევან ომიაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
“ყოველთვის ვცდილობ, ჩემი პოსტები იყოს მეტად საქმიანი და ნაკლებად ემოციური.
ყოველთვის ვცდილობ შევინარჩუნო ოპტიმიზმი და არ გავავრცელო ნეგატიური ინფორმაცია.
თუმცა, ყველაფერს აქვს საზღვარი და დღევანდელმა ციფრებმა ეს საზღვარი დაარღვია.მე და ჩემი ოჯახის ყველა წევრი აცრილები ვართ და მაინც ვიცავთ წესებს.
“ეს აცრილები რატომ არიან პანიკაში?” არაერთი მსგავსი კომენტარი გაკეთებულა კონკრეტულად ჩემი მისამართით.
ვშიშობდი და ვფრთხილობდი იმიტომ, რომ დათვლადი და პროგნოზირებადი იყო ეს ციფრები და ამ პროგნოზს ასე პასუხობდნენ “ნუ დაგვზაფრეთ”. გეტყვით, რომ მომდევნო დღეების პროგნოზი კიდევ უფრო მძიმეა. ერთი ადამიანის უფლება არ აიცრას მთავრდება იქ, სადაც მეორე ადამიანის სიცოცხლის უფლებას ექმნება საფრთხე.
ადამიანის სიცოცხლეზე ღირებული არაფერი არსებობს დედამიწაზე და ეს არის ყველა რელიგიის, ყველანაირი მორალის მთავარი არსი. ძალიან ადვილია სხვას – სახელმწიფოს, ექიმს, მოძღვარს დააბრალო საკუთარი უმოქმედობა, მაგრამ ეს გამოსავალი არ არის.
ყველამ უნდა გაიაზროს საკუთარი როლი, მნიშვნელობა და პასუხისმგებლობა.
დასვით კითხვები, ჩვენ გიპასუხებთ, რჩევა, დახმარება გჭირდებათ? აქ ვართ და მზად ვართ, დაგეხმაროთ. ერთი აცრილი ადამიანი რამდენიმე გადარჩენილ სიცოცხლეს უდრის, გაიაზრეთ, აიცერით და გადაარჩინეთ სიცოცხლე.
ოღონდ იჩქარეთ, დრო არ ითმენს”, – წერს ქეთევან ომიაძე.