ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი ახალაგაზრდა ქალის მეუღლე უცხოეთიდან ოჯახში დაბრუნდა. ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
“დაბრუნდა…საყვარელი ადამიანის გარეშე დაბრუნდა, დაბრუნდა შვილებთან ორმაგი პასუხისმგებლობით?ერთად წავიდნენ იმედით და მარტო დაბრუნდა ტკივილით სავსე კაცები “არ ტირიანო”მაგრამ ტყუილია!ტირიან როდესაც უყვართ!ტირიან როდესაც საყვარელ ადამიანს კარგავენ… შვილებს თვალებს რომ ვერ უსწორებს ეს ის მომენტია” – ვკითხულობთ ფეისბუკზე.
ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 21 მარტს გავრცელდა. როგორც ცნობილია ქალი ესპანეტში ონკოლოგიური დაავადების სამკურნალოდ მეუღელსთან ერთად წავიდა. კორონავირუსით გარდაცვლილი 34 წლის ცირა ალიხანაშვილის ქმარნა, მამუკა ნაჭყეპიამ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ორკვირიანი კარანტინი კახეთში გაიარა. სამტრედიაში, ჭიშკართან, ოჯახის ახლობლები და ხუთი შვილი დახვდა. ყველაზე უფროსი 13 წლის, სულ უმცროსი კი წლინახევრის.